პოლიტიკა
მათე, მზია, ზვიადი... - ციხეში და მიშა - კიევში?! - რეჟიმს ლიგიტიმაცია ამორალურია - გოჩა მირცხულავა
2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მმართველი გუნდის ირგვლივ მოულოდნელად გაჩნდა "შემორიგების" ინიციატივა: შეიწყალოს კონკრეტული პოლიტიკოსები იმ პირობით, რომ ისინი არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, -ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა.
„მოდით აქვე ვიტყვი, რომ შეწყალება, როგორც ინსტრუმენტი, კონსტიტუციური უფლებაა, რომელიც ჰუმანიზმს ემსახურება, არა პოლიტიკურ ტაქტიკას.
პოლიტიკური პატიმრების შეწყალება მოლაპარაკების საგანი ვერ უნდა იყოს იმ რეჟიმთან, რომელმაც თავად შექმნა ეს პატიმრობები.
ეს თითქოს ჰუმანურობით შეფუთული განაცხადი, სინამდვილეში საკმაოდ მკაფიო პოლიტიკური ტექნოლოგიაა, რომელსაც მინიმუმ ხუთი ძირითადი შედეგი მოჰყვება.
პირველი - ეს არის პირობითი გარიგება
არჩევნებში მონაწილეობა იქნება მიბმული შეწყალებაზე.
მაგრამ ვინ უზრუნველყოფს, რომ ამ შეწყალებულ ადამიანებს შემდეგ აღარ დაუბრუნდებიან ციხეებში ნებისმიერი სხვა მიზეზით?
ანუ - ადგილი გვაქვს არა სისტემის ტრამფორმაციასთან, არამედ ერთჯერად გარიგებასთან, არა სახელმწიფოებრივ, არამედ პიროვნულ ასპექტში. თუ ოცნების მიერ მისაღებ პოლიტიკურ დივიდენდებზე არაფერს ვიტყვი.
მეორე - კონკრეტული ფიგურის გათავისუფლება არ ნიშნავს პოლიტიკური ველის გაჯანსაღებას. ყველა მიანიშნებს, რომ ამ განცხადებით, რეალურად შეთავაზება კეთდება მიხეილ სააკაშვილს მიმართ.
და თუ მას შეწყალებით გათავისუფლებენ, რა გარანტია არსებობს: რომ ის არ იქნება დაუყოვნებლივ დეპორტირებული? რომ მას ექნება რეალური პოლიტიკური ჩართულობის შესაძლებლობა? ან რომ მისი გათავისუფლება იქნება „გარდატეხა“ პოლიტიკურ პროცესში და არა -მონეტარიზებული - სარფიანი გარიგება ისევ და ისევ "ოცნების" სასარგებლოდ?
აქვე - დღეს საქართველოში 50-ზე მეტი პოლიტპატიმარია. თუ შეწყალება ერთეულ ფიგურას შეეხება და არა მთლიანად რეპრესირებულ პოლიტიკურ ფლანგს, მაშინ ეს არის შერჩევითი სამართალი - არა სამართლიანობის აღდგენა, არამედ პოლიტიკური კომპრომისი.
და ამასთან, ვიმეორებ: სააკაშვილის გათავისუფლება არც მისი რეინტეგრაციას ნიშნავს. პირიქით, მათე, მზია, ზვიადი... - ციხეში და მიშა კიევში, რეჟიმს კიდევ ლიგიტიმაცია, ნაღდად ამორალურია.
მესამე - არჩევნებში მონაწილეობა ამ პირობებში ნიშნავს: ოპოზიცია აწერს ხელს წესებს, რომელსაც ამ დრომდე არა მხოლოდ თავად, არამედ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი უპირისპირდება.
ანუ, თუ არჩევნებში მონაწილეობენ, მაშასადამე, იმ კანონმდებლობასთან არ აქვთ პრობლემა, რომელსაც აპროტესტებდნენ: არ არსებობს ცესკო-სადმი უნდობლობა; მისაღებია ძალოვანი სტრუქტურების ტრადიციული ჩარევა საარჩევნო პროცესში; მისასალმებელია მედიასაშუალებების კონტროლი; აუცილებელიც კი არის ადმინისტრაციული რესურსის სისტემური ბოროტად გამოყენება.უფრო მეტიც - აღმაფრთოვანებელია უამრავი სხვა კანონი რომელიც ოცნებამ ბოლო პერიოდში მიიღო.
მოკლედ რასაც ვაპროტესტებდით - ვაღიარებთ. რითაც გვსიაჯ - მივესალმებით.
მეოთხე - ვიღებთ სიმბოლურ პოზიციას ადგილობრივ დონეზე, ვკარგავთ შანსს სისტემურ ცვლილებაზე.
თუნდაც ოპოზიციამ მოიგოს თბილისის მერობა ან საკრებულოები რამდენიმე ქალაქში, ეს არ ნიშნავს რეალურ ძალაუფლებას. სამწუხაროა, რომ ქართველი პოლიტიკოსების გარკვეულ ნაწილს არ ესმის: ცენტრალური ბერკეტები რჩება ხელისუფლებაში; ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილება მაინც იმართება ზემოდან;
და რაც ყველაზე მთავარია - ცხადად ჩანს ოცნების ტაქტიკა. მან შეგნეულად რომ დათმოს, რამდენიმე მინუციპალიტეტი, რასაც აუცილებლად მოჰყვება ოპოზიციის ყიჟინი - „გავიმარჯვეთ“, რეალური გამარჯვებული გამოვა „ქართული ოცნება“. რადგან, ოპოზიციის „გამარჯვება“ რეჟიმს აძლევს იმას, რაც ყველაზე მეტად სჭირდება - დემოკრატიულობის ილუზიას.
მეხუთე - საერთაშორისო რეაქციები
თუ ოპოზიცია მონაწილეობს - დასავლეთი მარტივად იტყვის:
რეჟიმი არ არსებობს, რადგან არჩევნებში ოპოზიცია მონაწილეობს; არჩევნები შედგა, ესე იგი - გარემო არ ყოფილა ისეთი კატასტროფული; აი ნახეთ, ოპოზიციამ რამდენიმე მუნიციპალიტეტი მოიგო და არ აპროტესტებს. (მოიგო პირობითია, რადგან კულუარულადაც რომ გარიგდეს ვთქვათ გახარიასთან, ან ნებისმიერ პარტიასთან - გადაგდება „ოცნების“ „ცხოვრების სტილია“.)
რას ვიღებთ ამ ყველაფრის სანაცვლოდ?
ოპოზიციის კიდევ უფრო მეტ (მეტი რაღაა მაგრამ შანსი ვხედავთ არსებობს) დისკრედიტაციას, მმართველი ძალის ლეგიტიმაციას და ტოტალურ ნიჰილიზმს საზოგადოებაში.
კიდევ ერთხელ განვმარტავ - რატომ არ არის ეს „შემოთავაზება“ გამოსავალი.
ეს არ არის შეთანხმება უკეთესობისკენ.
ეს არის ხელისუფლებისთვის დროის მოგება - რეჟიმისთვის ჟანგბადის მიწოდება.
ვინმეს გამონაკლისად გამოყვანა არ ქმნის გამოსავალს. პირიქით: ის უკიდურესად ამცირებს იმ ადამიანების ბრძოლას, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ დგას ქუჩაში, იმყოფება ციხეში, დარჩა უმუშევრად, სიჩუმეში ტირის, ტკივილით უსკდება გული.
მესმის, არავის შეუძლია აუკრძალოს პოლიტიკოსს და ნებისმიერ ადამიანს მიიღოს შეთავაზება, რომელიც მის თავისუფლებას ეხება.
მაგრამ ჩვენ ყველას გვაქვს უფლება და ვალდებულება: დავუსვათ კითხვები, ვაჩვენოთ ის რეალობა, რომელსაც ეს გარიგება ქმნის; და ვთქვათ: შეწყალება არ უნდა იყოს მოლაპარაკება დემოკრატიაზე,“ - წერს გოჩა მირცხულავა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


