უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 ოქტომბერი, 2025 16:34
font-size

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ცნობილია - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, მასწავლებლების პროფესიის დაფასების მიზნით, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მთავარი მხარდამჭერია.

2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ჟანა ხაჩატურიანი, ილია ჭავჭავაძის სახელობის, ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მასწავლებელი გახდა.

წლევანდელი მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს ფინალისტები იყვნენ:

  • - ელენე ბეთლემიშვილი, გორის N3 და N8 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;
  • - ნესტან კუბლაშვილი, თბილისის N172 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • - მაია ლაპიაშვილი, დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
  • - შალვა მინდაძე, თბილისის N70 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი;
  • - ჟანა ხაჩატურიანი, ილია ჭავჭავაძის სახელობის, ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის „მე და საზოგადოების“, სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობის მასწავლებელი.

თითოეულ ფინალისტს საქართველოს ბანკისგან ფულადი ჯილდო - 5000 ლარი გადაეცა. კონკურსის გენერალური სპონსორისგან, „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან“ კი გამარჯვებულს 15 000 ლარი გადაეცემა.

ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში საუკეთესო ათეული განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო უკვე 9 წელია ემსახურება მთავარ მიზანს აჩვენოს საზოგადოებას, რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და რამდენად აუცილებელია მათი დაფასება და მხარდაჭერა. ამ დროის მანძილზე არაერთი გამორჩეული პედაგოგი გავაცანით საზოგადოებას, რომლებიც ყოველდღიურად ცვლიან მოსწავლეების ცხოვრებას უკეთესობისკენ, და წლევანდელი გამარჯვებულიც სწორედ ამის მაგალითია. ჯილდო არის მოტივაცია არა მხოლოდ მოქმედი მასწავლებლებისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც მომავალში ამ პროფესიის არჩევაზე ფიქრობენ”, - აღნიშნავს თამუნა გურგენიძე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დირექტორი.

“საქართველოს ბანკისთვის, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ორგანიზაციისთვის, განათლების შესაძლებლობების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა მასწავლებლებს ენიჭებათ. სწორედ ამ მიზნით, წელს ჩვენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მთავარი მხარდამჭერები ვართ. მინდა მივულოცო პირველ რიგში კონკურსის გამარჯვებულს და ფინალისტებს და მადლობა გადავუხადო მათ, განათლების სფეროში შეტანილი წვლილისათვის. თითოეულ მონაწილეს კარგად ესმის, რომ სწორედ მასწავლებლები განსაზღვრავენ ქვეყნის უკეთეს მომავალს, ამიტომ მინდა მოვუწოდო მათ, მომავალ წელს აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა კონკურსში, გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები და უფრო ფართო აუდიტორიას გააცნონ საკუთარი თავი”, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 142 მასწავლებელი ჩაერთო.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი