უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 დეკემბერი, 2025 10:18
font-size

მასშტაბური პოლიტიკური ცვლილებების გარეშე ევროკავშირი „ცივილიზაციური განადგურების“ პირას აღმოჩნდება - შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლო პოლიტიკამ კავშირი ღრმა, მზარდ და სისტემურ კრიზისამდე მიიყვანა, რამაც გლობალურ გეოპოლიტიკაში ევროკავშირის პოზიციის უპრეცედენტო შესუსტება გამოიწვია,– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, „მასშტაბური პოლიტიკური ცვლილებების გარეშე ევროკავშირი „ცივილიზაციური განადგურების“ პირას აღმოჩნდება, როგორც ეს აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგიაშია ნათქვამი“.

„ეს ცივილიზაციური უფსკრული, პირველ რიგში, იმ ძირითად ევროპულ ღირებულებებს ეხება, რომლებსაც ევროკავშირის ბიუროკრატია დღეს ღიად უგულებელყოფს. ამასთან, ღირებულებების უგულებელყოფა არსად გამოვლენილა ისე თვალსაჩინოდ, აშკარად და დამაზიანებლად, როგორც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკაში. ძალადობის მხარდაჭერა, ხელისუფლების გარედან შეცვლის მცდელობები, ეროვნული სუვერენიტეტის იგნორირება, ქართველი ხალხის ნებაზე მაღლა უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების დაყენება, მშვიდობისა და სტაბილურობის ნაცვლად კონფლიქტის გზის არჩევა, უმრავლესობის მმართველობისადმი უპატივცემულობა პოლიტიკური უმცირესობის დიქტატის სასარგებლოდ – ეს არის საქართველოსადმი ევროკავშირის დამაზიანებელი მიდგომის აშკარა მახასიათებლები. ევროკავშირის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლო პოლიტიკამ კავშირი ღრმა, მზარდ და სისტემურ კრიზისამდე მიიყვანა, რამაც გლობალურ გეოპოლიტიკაში ევროკავშირის პოზიციის უპრეცედენტო შესუსტება გამოიწვია. ბრიუსელი, პრაქტიკულად, იზოლირებული აღმოჩნდა თავისი, იდეოლოგიაზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის გამო, რომელიც კიდევ უფრო დაზიანდა უკრაინაში მომხდარი მსხვილი კორუფციული სკანდალით. გამოხატვის თავისუფლების სახელით ჩახშობილმა სიტყვის თავისუფლებამ არა მხოლოდ ევროპის მოსახლეობის დიდი ნაწილი, არამედ მსოფლიოც გააოგნა. ევროპული ეკონომიკის დაღმასვლამ მთავრობების მიმართ საზოგადოების იმედგაცრუება გააღრმავა. რაც მთავარია, ევროპული ღირებულებების მიმართ ევროკავშირის ბიუროკრატიის წინდაუხედავმა დამოკიდებულებამ ევროპის კულტურული იდენტობის კრიზისი გამოიწვია, რამაც ტრადიციული და პატრიოტული პოლიტიკური ძალების მნიშვნელობა კიდევ უფრო გამოკვეთა. სამწუხაროდ, კრიზისზე ბრიუსელის რეაქცია რეალობისგან გაქცევა უფრო ჰგავს, ვიდრე მოქმედების მზაობას. ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისრის, კაია კალასის მიერ ახლახან გაკეთებული განცხადებები ნათლად აჩვენებს, რომ ბრიუსელი ვერ აცნობიერებს თავისი ცივილიზაციური კრიზისის რეალურ მასშტაბს, რაც ზრდის რისკს, რომ ევროპული კავშირი მხოლოდ სახელით დარჩეს ევროპული. ახლა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა საკმაოდ ხმამაღლა გააფრთხილა ევროპის ხალხები მომავალი უფსკრულის შესახებ, ევროპამ უნდა გააცნობიეროს, ვისთვის ისმის ეს განგაშის ზარი. განგაშის მიზეზი ცხადია – ევროპის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ასცდა ევროპის ხალხების ინტერესებს. გამოსავალი კი ერთია – ევროპის ხელისუფლებებმა უნდა უსმინონ საკუთარ ხალხს და იმოქმედონ მათი ნების შესაბამისად, რათა ევროკავშირს დაუბრუნდეს დემოკრატიული სულისკვეთება, რომლის გარეშეც მისი არსებობა აზრს კარგავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა გაყოფილი, ფორმადაკარგული და საკუთარ თავთან კონფლიქტში მყოფი, არამედ ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა“, – წერს პაპუაშვილი.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი