პოლიტიკა
მასკარადი ავნებს საქართველოს, მის ევროპულ არჩევანსა და სტაბილურობას - პრეზიდენტი პრემიერის გადადგომაზე
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომაზე კომენტირებისას მოუწოდა მმართველ გუნდს, პრემიერ-მინისტრად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აირჩიოს.
„მოვუწოდებ საქართველოში პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალებს, აიღონ თავის პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, მათ შორის, მმართველ პარტიას ყველაზე მეტად და დაასახელონ პრემიერ-მინისტრად ის ადამიანი, რომელიც არის პარტიის ლიდერი, რომელთანაც მე მიმუშავია, როგორც პრემიერ-მინისტრთან მინისტრის რანგში და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი გამოცდილებით, ის კარგი პრემიერ-მინისტრი იყო. მასკარადი, როდესაც ინიშნებიან ადამიანები და რეალურად გადაწყვეტილების მიმღები არის თურმე პარტია და ეს არ გამოიხატება რეალურ ცხოვრებაში, ჩემი აზრით, ავნებს საქართველოს, მის ევროპულ არჩევანს და ავნებს საქართველოს სტაბილურობას“,- განაცხადა პრეზიდენტმა კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას.
გუშინ გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, რაც ავტომატურად ნიშნავს მთელი მთავრობის გადადგომას.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


