უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 ნოემბერი, 2018 17:45
font-size

მასიურად აქვს ადგილი ხმის მიცემის ფარულობის დაღვევას - დავით ჯანდიერი

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის, დავით ჯანდიერის მტკიცებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მასიურად ირღვევა ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი. ამის შესახებ მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც სხვა დარღვევებზეც ისაუბრა.

„კენჭისყრის დღე მიმდინარეობს ტოტალური დარღვევების ფონზე. მოკლედ ჩამოვთვლი ამ დარღვევებს: 1- მასიურად აქვს ადგილი ხმის მიცემის ფარულობის დაღვევას, კერძოდ, ამომრჩევლებს აიძულებენ გახსნილი ბიულეტენით გამოვიდნენ კენჭისყრის კაბინიდან. რიგ შემთხვევებში ამომრჩევლები ხმას საჯაროდ აძლევენ, მესამე პირების თვალწინ, რითაც ირღვევა ხმის მიცემის ფარულობა; 2 - გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემისას კომისიის წევრების მოქმედებები ატარებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, კერძოდ, ისინი პირდაპირ მიუთითებენ, რომელი ნომერი უნდა იყოს შემოხაზული, თვითონ კეცავენ ბიულეტენს და ათავსებენ ყუთში; 3- არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მარკირებული ადამიანი საარჩევნო უბანზე ხელმეორედ იქნა დაშვებული და ხელმეორედ მისცეს ხმის მიცემის შესაძლებლობა; 4- აღინიშნება ტენდენცია, რომ გადასატან ყუთზე რეგისტრირებული ამომრჩევლები კვლავ მიდიან უბანზე და განმეორებით აძლევენ ხმას, უმრავლეს შემთხვევაში, ისინი დაბრკოლების გარეშე ხვდებიან საარჩევნო უბანზე; 5- მასიურად აქვს ადგილი ფულის გადაცემის ფაქტებს, რაც ამომრჩევლის მოსყიდვას წარმოადგენს და ამ ფაქტებს ადგილი აქვს უშუალოდ კენჭისყრის შენობის მიმდებარედ; 6- იმისათვის რომ ამ დაღვევებზე შემდგომში შესაბამისი რეაგირება არ მოხდეს მნიშვნელოვანი და გავრცელებული დარღვევაა კომისიის წევრების მიერ აქტიური დამკვირვებლების გაძევება. ეს ტენდენცია აღინიშნება ყველა, მათ შორის ნეიტრალურ დამკვირვებლებთან მიმართებით“, - განაცხადა ჯანდიერმა.

ჯანდიერმა ცესკოსა და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, რომ აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება მოახდინონ, რათა არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი