საზოგადოება
მაშველებმა კლდოვანი ადგილიდან ახალგაზრდა მამაკაცი უვნებლად ჩამოიყვანეს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მაშველებმა დახმარება გაუწიეს მოქალაქეს, რომელიც კლდიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებდა.
„გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ბირთვისის ციხის გზაზე მოქალაქე ვერ ახერხებდა კლდიდან ჩამოსვლას და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. ინიციატორის განცხადებით, პიროვნება კლდოვან ადგილას, დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლეზე, კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფოდა.
შეტყობინებაზე დაუყონებლივ მოახდინა რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. რთული რელიეფის გამო, საჭირო გახდა ოპერაციაში თბილისიდან განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფის ჩართვა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი უსაფრთხო ადგილას უვნებლად ჩამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


