უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 იანვარი, 2026 16:52
font-size

მაშინ, როცა რეგიონში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის და საქართველო ნახსენებიც არ არის, ეს არის პირდაპირ გეოპოლიტიკური კატასტროფა და აღსასრული ჩვენი ქვეყნისთვის - გრიგოლ გეგელია

მაშინ, როდესაც რეგიონში ამ რანგის პოლიტიკოსი ჩამოდის და საქართველო ნახსენებიც არ არის, ეს არის პირდაპირ გეოპოლიტიკური კატასტროფა და აღსასრული ჩვენი ქვეყნისთვის - ეს არის მომასწავებელი იმისა, რომ საქართველო საკუთარ ისტორიულ და რეგიონულ ფუნქციას კარგავს! - ასე აფასებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია, თებერვალში, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის, სომხეთსა და აზერბაიჯანში დაგეგმილ ვიზიტს.

გეგელიას თქმით, ის, რომ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი რეგიონში ჩამოდის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს ხვდება, მაგრამ არ ჩამოდის საქართველოში, სრული და ტოტალური იზოლაციის დასტურია, რაშიც დღესდღეისობით საქართველო აღმოჩნდა.

„ეს არის დასტური იმისა, რომ საქართველო აღარ აინტერესებს არავის - არც ევროკავშირს და არც ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელთანაც ამ რეჟიმის პროპაგანდის მიხედვით, ვითომ და იდეოლოგიური თანხვედრა გააჩნიათ.

ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორია იზოლირებული, მარტოდ დატოვებული რეჟიმი და როგორია ჩიხი, რომელიც „ქართული ოცნების“ რეჟიმმა შექმნა. ეს ჩიხი მხოლოდ რუსეთისკენ მიემართება და არ მიემართება საერთაშორისო თანამეგობრობისკენ, მშვიდობისკენ და უსაფრთხოებისკენ.

მაშინ, როდესაც რეგიონში ამ რანგის პოლიტიკოსი ჩამოდის და საქართველო ნახსენებიც არ არის, ეს არის პირდაპირ გეოპოლიტიკური კატასტროფა და აღსასრული ჩვენი ქვეყნისთვის - ეს არის მომასწავებელი იმისა, რომ საქართველო საკუთარ ისტორიულ და რეგიონულ ფუნქციას კარგავს, მათ შორის კარგავს იმ სატრანზიტო გზებს, რომლითაც ასე ძალიან ვამაყობდით ათწლეულების განმავლობაში. საქართველო ამ რეგიონის მნიშვნელოვანი სახელმწიფო აღარ იქნება. აღარ იქნება ისეთივე დატვირთვის ტრანზიტული კორიდორი, როგორიც ის სამი ათწლეული დეკადის განმავლობაში იყო.

ეს არის პირდაპირი დასტური იმისა, რომ არავითარი დალაგება და ნორმალიზება ტრამპის ადმინისტრაციასთან არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა, რადგან ტრამპს ასეთი ტიპის ნაცრისფერი რეჟიმები, რომელსაც საერთაშორისო რეპუტაცია ძალიან დაზიანებული აქვს და არაფერი მისთვის საინტერესო სათქმელი არ გააჩნიათ, არ აინტერესებს.

გავიდა არა მხოლოდ 2025 წლის 20 იანვარი, არამედ 2026 წლის 20 იანვარი და “ქოცური“ ბაქი-ბუქის ერთი წლის თავზე, არავითარი სტაბილიზაცია “ქოცებსა“ და აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას შორის არ მომხდარა“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გეგელიას შეფასებითვე, ჰელსინკის კომისიაში საქართველოს საკითხზე მოსმენის გამართვა ცხადყოფს, რომ საქართველო აშშ-ს პოლიტიკური კლასის რადარზე მნიშვნელოვან საკითხთა ნუსხაშია.

“ეს არის კარგი და მისასალმებელი. მოველით, რომ ძალიან კრიტიკულ და ობიექტურ განხილვას ყველა იმ მოვლებისა, რაც საქართველოში ხდება - ეს არის კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, დემოკრატიის პრინციპების უგულებელყოფა, სახელმწიფოს მიტაცება. ეს არის საკითხები, რასაც ჰელსინკის კომისიაში აუცილებლად განიხილავენ.

ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი რეჟიმის დელეგიტიმაციის კუთხით. ეს ის რეჟიმია, რომელიც გვეუბნებოდა, რომ 2025 წლის 20 იანვრიდან ყველაფერი შეიცვლებოდა. გავიდა 2025 წლის 20 იანვარი, 2026 წლის 20 იანვარი, მაგრამ აშშ-თან დალაგების კუთხით არაფერი შეცვლილა.

ეს რეჟიმი არალეგიტიმურ, არაღიარებულ რეჟიმად რჩება!“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

წყარო

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი