უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 თებერვალი, 2025 13:13
font-size

მაშინ, როცა ივანიშვილის რეჟიმი დასავლეთ საქართველოში სტიქიის ზონიდანაც კი აგრძელებს დასავლეთზე თავდასხმას, კვლავ დუმილის რეჟიმში ხვდება რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის მორიგ შემაშფოთებელ ფაქტებს - თეონა აქუბარდია

მაშინ, როცა ივანიშვილის რეჟიმი დასავლეთ საქართველოში სტიქიის ზონიდანაც კი აგრძელებს დასავლეთზე თავდასხმას, კვლავ დუმილის რეჟიმში ხვდება რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის მორიგ შემაშფოთებელ ისეთ ფაქტებს, როგორიცაა პირველი სარკინიგზო მატარებლის ჩასვლა სოჭიდან ოკუპირებულ სოხუმში და უკვე მეორე პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა რუსეთიდან, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ბრიფინგზე განაცხადა.

თეონა აქუბარდიას თქმით, საქართველოს საგარეო უწყების დუმილის ფონზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მოუწოდებს დასავლელ პარტნიორებს შესაბამისი რეაგირებისკენ რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმულ ამ ნაბიჯებზე.

„ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთმა განახორციელა პირველი სარკინიგზო რეისი და მეორე საჰაერო მიმოსვლა სოხუმის აღდგენილ აეროპორტში. მაშინ, როცა ივანიშვილის რეჟიმი დასავლეთ საქართველოში სტიქიის ზონიდანაც კი აგრძელებს დასავლეთზე თავდასხმას, იქნება ეს ევროკავშირის ელჩი თუ დიდი ბრიტანეთი, კვლავ დუმილის რეჟიმში ხვდება რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის მორიგ შემაშფოთებელ ისეთ ფაქტებს, როგორიცაა პირველი სარკინიგზო მატარებლის ჩასვლა სოჭიდან ოკუპირებულ სოხუმში და უკვე მეორე პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა რუსეთიდან.

რეჟიმის საგარეო უწყება დუმდა მაშინაც, როცა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირიენკომ, რომელიც სოხუმში იმყოფებოდა, „შეათანხმა რუსულ სირიუსსა და აფხაზეთის სოხუმს შორის რეგულარული ჩქაროსნული მატარებლის გაშვებასთან დაკავშირებული საკითხები“. ახლა კი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პირველი მაისიდან დაიწყება რეგულარული საჰაერო მიმოსვლა რუსეთისა და ოკუპირებული სოხუმის განახლებულ აეროპორტებს შორის.

მაშინ, როცა ივანიშვილის რეჟიმი ჯერ კიდევ 2023 წელს დუმდა რუსეთისთვის სოხუმის აეროპორტის უკანონო გადაცემასთან დაკავშირებით, იღებდა რუსულ კანონებს, რითიც დასავლეთისგან იზოლაციის ფონს ამზადებდა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ახლა კი, ამ იზოლაციის ფონზე, სახეზეა რუსეთის გაძლიერებული იერიში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ და ამ საქმეში ივანიშვილის კოლაბორაცია მტერთან ჩუმი თანხმობით საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. საქართველოს საგარეო უწყების დუმილის ფონზე მოვუწოდებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შესაბამისი რეაგირებისკენ რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმულ ამ ნაბიჯებზე“, – განაცხადა აქუბარდიამ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი