უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 იანვარი, 2026 15:44
font-size

მას შემდეგ, რაც ხელი მოვაწერე „ნაცების“ და მათი დანაყოფების აკრძალვას, ამ პარტიების არცერთ სუბიექტს არ მივიჩნევ არც ლეგიტიმურად და არც კონსტიტუციურ სუბიექტად, ჩემი მხრიდან დებატებში მათთან მონაწილეობა იქნება მიუღებელი - ნინო წილოსანი

მედიასივრცის პოლარიზაცია ნიკა გვარამიას და იმ რადიკალური ოპოზიციის დამსახურებაა, ვინც ყველაფერი გააკეთა, რომ მედიასივრცეში ოპონენტებთან ერთად ყოფნა წარმოუდგენელი გამხდარიყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, ეს ყველაფერი შეურაცხყოფასა და დაპირისპირებაში გადადიოდა.

„ფაქტობრივად, ჩვენს მხარეს არავითარი საშუალება აღარ ჰქონდა, საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა. ალბათ მათი პოლიტექსპერტების რჩევა იყო, რომ პოლარიზაცია მომხდარიყო როგორც მედიაში, ისე გარე სივრცეში, რათა პატარა შედეგი მაინც ჰქონოდათ. მათი მოლოდინი იყო, რომ ამით საკუთარი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ გარდამტეხ შედეგს მიიღებდნენ, თუმცა ვხედავთ, რომ თავად რადიკალური ოპოზიცია გადატყდა. ახლა, როდესაც მაქსიმალურად უნდა ვკონცენტრირდეთ ამომრჩევლის ბოლომდე ინფორმირებაზე და რადიკალური ოპოზიციის ფაქტორი უკვე ნაკლებად არსებობს, დებატების აღდგენასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივა კარგი მოლოდინის მატარებელია.

ალბათ ჩემთვის მისაღები არ იქნება დებატებში შესვლა ასაკრძალი პარტიის წარმომადგენლებთან. ეს ჩემთვის ერთ-ერთი პირობა იქნება, რომელსაც დებატებში მონაწილეობის დროს ვიტყვი, თუმცა ჩვენი მთლიანად პოლიტიკური გუნდი მუშაობს იმ ფორმატებზე, რომლებიც საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად უსაფრთხო იქნება. არ არის უსაფრთხო ეთერი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, ერთმანეთს ფიზიკურად არ შეეხონ. ვიცით, რომ ასეთი ეთერებისთვის ალბათ ძალიან ბევრს გადაიხდიდნენ ის პარტიული ტელევიზიები, რადიკალები, ვინც ამგვარ ეთერებს აწყობენ. ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ სტანდარტის და ეთიკის ფარგლებში მოხდეს დებატების აღდგენა და ჩვენი გუნდი მუშაობს ამ პრინციპებზე, რომელიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფს.

იყო თუ არა შეცდომა, რომ დებატები აღარ იმართებოდა? მაშინ სწორი არჩევანი გავაკეთეთ და სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მათივე მოფიქრებულ ავანტიურაში და არასწორად დაგეგმილ კამპანიაში მონაწილეობა არ მივიღეთ. მათი მიზანი იყო, რომ მედიის მეშვეობით, სხვადასხვა პოლიტიკური აქტორების მეშვეობით მაქსიმალური დაპირისპირება დაეორგანიზებინათ. რეალურად, მთელი ეს დაპირისპირება საზოგადოებას, პოლიტიკოსებს შორის კარგად დაგეგმილი პოლიტიკაა, რომელსაც ჩვენი რადიკალი ოპონენტები ახორციელებდნენ. მას შემდეგ, რაც ხელი მოვაწერე „ნაცების“ და მათი დანაყოფების აკრძალვას, ამ პარტიების არცერთ სუბიექტს არ მივიჩნევ არც ლეგიტიმურად და არც კონსტიტუციურ სუბიექტად. ჩემი მხრიდან დებატებში მათთან მონაწილეობა იქნება მიუღებელი, მაგრამ ამ ყველა საერთო წესებზე „ქართული ოცნება“ ერთიანად დაუბრუნდება საზოგადოებას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართველ ხალხს არჩევანის სწორი ანალიზით გასაკეთებლად, საშუალება უნდა მიეცეს, საჯაროდ მოისმინოს ყველა ჯგუფის პოზიცია, ვისაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.

„ვალდებული ვართ, დავუბრუნოთ ხალხს დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს, მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი