პოლიტიკა
მართვის ჰიბრიდული სისტემიდან ჩვენ რეალურ საპარლამენტო მოდელზე უნდა გადავიდეთ- ირაკლი სესიაშვილი
უმრავლესობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ქვეყნის საპარლამენტო მოდელზე გადასვლისას უნდა დაბალანსდეს პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოიქმნება მართვის „ჰიბრიდული მოდელი“.
„თუკი ჩვენ გვინდა რეალურად საპარლამენტო რესპუბლიკა გვქონდეს და არ იყოს ჰიბრიდული სისტემა, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის როლი არის ერთვარად სიმბოლური, თუმცა ძალაუფლების ბალანსის ფარგლებში მას მნიშვნელოვანი როლი აქვს კრიზისების შემთხვევაში. მიმაჩნია, რომ ჰიბრიდული მოდელიდან ჩვენ რეალურ საპარლამენტო მოდელზე უნდა გადავიდეთ, რაც, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის არჩევის წესს შეცვლის. ამ ეტაპზე ვაგრძელებ მსჯელობას, რა სახით უნდა მოხდეს პრეზიდენტის არჩევა შემდგომ საპრეზიდნტო არჩევნებზე, რადგან ამან არ გამოიწვიოს ერთგვარი პოლიტიკური მითქმა-მოთქმა, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატს ებრძვის. შესაძლოა, ჩვენ წავიდეთ იმ მოდელით, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტი აირჩიოს ხალხმა, ხოლო შემდგომ, არჩევნების ნაცვლად იყოს ის, რაც მიღებულია საპარლამენტო მოდელში, როცა პრეზიდენტს პარლამენტი ამტკიცებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებული სხდომის დაწყების წინ.
როგორც უკვე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ , ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ქვეყნის პირველი პირის არჩევა პირდაპირი გზით მოხდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე პრეზიდენტის არჩევის წესის გარდა ისაუბრებენ მაჟორიტარული სისტემის შესაძლო გაუქმებასა და პარლამენტის ადგილმდებარეობსი შეცვლაზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


