პოლიტიკა
მარტო იმის გამოცხადება, რომ საქართველოში ოლიმპიადა შესაძლოა ჩატარდეს, არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი - გიორგი კვირიკაშვილი
უზარმაზარი ჯაჭვური რეაქციისა და ენერგიის მქონე საკითხს ვიწყებთ, რომელიც მთელ ქვეყანაზე აუცილებლად გავრცელდება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
პრემიერ-მინისტრი კორეაში დაგეგმილ ოლიმპიადას გამოეხმაურა და 4 ქართველ სპორტსმენს - სამთხო-სათხილამურო სპორტში ნინო წიკლაურს, იასონ აბრამაშვილს, საციგაო სპორტში - გიორგი სოღონიანსა და ფიგურულ ციგურაობაში მორის ყვითელაშვილს წარმატებები უსურვა.
„საერთოდ ოლიმპიური მოძრაობა არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების კუთხით და ჩვენ რა თქმა უნდა, ამას განსაკუთრებულად შევუწყობთ ხელს. მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ ჩვენ გახლდით შვეიცარიაში, ლოზანაში, სადაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ბახს შევხვდით და განვიხილეთ საქართველოში სამომავლოდ ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების პერსპექტივა. მარტის დასაწყისში ბატონი პრეზიდენტი აგზავნის საქართველოში დელეგაციას, რომელიც არსებულ ვითარებას შეისწავლის და ჩვენ დავდებთ სამოქმედო გეგმას, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ განვახორციელებთ. ვფიქრობთ, რომ დაახლოებით, 2030 წლის პერსპექტივისთვის ჩვენ უნდა ავიღოთ ის ძალიან მნიშვნელოვანი, ამბიციური გეგმა, რომ ქვეყანა მოემზადოს ასეთი მასშტაბური ტიპის საერთაშორისო ღონისძიებისთვის. მე კარგად მესმის, რომ ეს არის მთელი ქვეყნის ჩართულობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა გთხოვოთ, ჩვენი მთავრობის წევრებს და ყველა იმ ინსტიტუციას, ვისაც ეს შეეხება საქართველოში, რომ მაქსიმალურად რეალისტურად შევხედოთ ამ ყველაფერს. ეს არის ძალიან კონკრეტული, ამბიციური გეგმა, მაგრამ ჩვენ თუ არ ავწიეთ ეს თამასა, ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მოკლე პერიოდში სწრაფ განვითარებას ამ მიმართულებით. რატომ არის მნიშვნელოვანი, მე არ მგონია, რომ ეს ვინმესთვის იყოს ასახსნელი. მარტო იმის გამოცხადება, რომ საქართველოში ოლიმპიადა შესაძლოა ჩატარდეს, არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ აბსოლუტურად რეალისტურია...
ეს საქართველოსთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბევრი კუთხით, კერძოდ, ეს არის ჩვენი მომავალი თაობების ჯანმრთელობა, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 70%-ის, რომელიც მთიანი რეგიონებია, მთლიანად ჩართვა ამ პროცესში, ეს არის უამრავი ადამიანის დასაქმება, განსაკუთარებით მთიან რეგიონებში და ეს არის ტურიზმი და თითოეული ახალი ტურისტი არის დამატებითი შემოსავალი საქართველოს ოჯახებში და ეს არის ტურიზმთან მომიჯნავე დარგების განვითარება, როგორიცაა ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, სამომხმარებლო მიმართულება, კომუნიკაციები და ა.შ. უზარმაზარი ჯაჭვური რეაქციისა და ენერგიის მქონე საკითხს ვიწყებთ, რომელიც მთელ ქვეყანაზე აუცილებლად გავრცელდება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


