უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 დეკემბერი, 2025 12:44
font-size

მარტა კოსს წარმოდგენა არ აქვს, გაგნებაში არ არის, რა უნდა ქართველ ხალხს, ყველა უცხოელმა თავი დაანებოს საუბარს ქართველი ხალხის სახელით, ამის უფლებას არავის მივცემთ - შალვა პაპუაშვილი

მარტა კოსს წარმოდგენა არ აქვს, გაგნებაში არ არის, რა უნდა ქართველ ხალხს, ყველა უცხოელმა თავი დაანებოს საუბარს ქართველი ხალხის სახელით, ამის უფლებას არავის მივცემთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„არ დავივიწყოთ, რომ ეს ის მარტა კოსია, რომლის პარტია „ალდე“ თანამშრომლობს ტერორისტთან. ვიდრე „ალდე“ და მარტა კოსი არ გაემიჯნებიან ტერორისტს, მანამდე მათი ყველა სიტყვა არასერიოზულია. დღემდე „ალდე“ არის პარტია, რომელიც თანამშრომლობს ტერორისტთან და რომლის თანამებრძოლიც არის ტერორისტი. ასე რომ, საქმე როდესაც გვაქვს ევროკომისართან, რომელიც არის ტერორისტთან მოთანამშრომლე პარტიის წევრი, ამ საკითხს სერიოზულად ვერ განვიხილავთ. მინდა, გამოვყო ერთი საკითხი, ერთი წითელი ხაზი, რომელიც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ ბრიუსელს. ეს არის მეურვეობითი დამოკიდებულების მცდელობა, რომელიც აქვთ საქართველოს მიმართ.

მარტა კოსის განცხადებაშიც იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უსმინოს ქართველ ხალხს. რამდენადაც ვიცი, კოსი ოფიციალურად ნამყოფი არ არის საქართვფელოში, კერძო ვიზიტით თუ იყო არ ვიცი. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მარტა კოსი საქართველოში იმყოფებოდა, იყო, ჩვენს თავზე რომ გადაგვიფრინა, სომხეთსა და ბაქოში ჩავიდა. მარტა კოსს წარმოდგენა არ აქვს, რა უნდა ქართველ ხალხს, გაგნებაში არ არის. როდესაც ბრიუსელის ბიუროკრატი თავს აძლევს უფლებას, ამგვარი მორალური პედესტალით, მეურვეობითი დამოკიდებულებით ისაუბროს ქართველი ხალხის ხელისუფლებასთან, ეს არის ქართველი ხალხის უპატივისმცემლობა, ჩვენი ნაკლები ხარისხის ადამიანებად ჩათვლა, თითქოს ქართველებს არ შეგვიძლია ჩვენი თავის მართვა, ჩვენი ხელისუფლების არჩევა და ჩვენი ინტერესების წარმომადგენლების ყოლა ხელისუფლებაში. ეს არის ყველაზე სახიფათო გზა, რომელსაც ადგას ევროპული ბიუროკრატია. ამაზე რამდენჯერმე ვისაუბრე, თუმცა, ვატყობ, ეს ყველაფერი არ ჰყოფნის და მაინც აგრძელებენ. ამიტომ, დღეიდან ამ საკითხზე განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ.

ყველა უცხოელი, ვინც ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით, არ არის ქართველი ხალხის მეგობარი, ის არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი მასზე ნაკლები არის რაღაცით. საქართველოს მოსახლეობამ 2012 წელს, 2020 წელს, 2024 წელს მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ და იმავე რაოდენობის, მილიონ ასი ათასმა ადამიანმა ახლახან, ორი თვის წინ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მხარი დაუჭირა საქართველოს ხელისუფლებას. რას ამბობს მარტა კოსი, რომ ეს ხალხი ხალხი არ არის? რაიმე ქვეადამიანები არიან და მაღალი კასტის წარმომადგენლები გველაპარაკებიან დაბალი კასტის წარმომადგენლებს.

ყველა უცხოელმა თავი დაანებოს საუბარს ქართველი ხალხის ნაცვლად და ქართველი ხალხის სახელით. არცერთ ქართველს არ მიუცია მისთვის არც ლეგიტიმაცია, არც უფლება, ისაუბრონ ქართველი ხალხის სახელით, ესაუბრონ ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებას. ასეთი ევროპა არსებობდა, ოღონდ 100, 150, 200 წლის წინ, სხვა ხალხებს რომ ესაუბრებოდა, მეურვეობითი დამოკიდებულება რომ ჰქონდა, თითქოს მათ უკეთ იცოდნენ, როგორი იყო სხვა ხალხების ინტერესები. აქეთ ნუ მიაქანებენ, იმდენს ნუ იზამენ, რომ საბჭოთა კავშირს გადაასწრონ, ნუ დაუბრუნდებიან იმ ევროპას, რომელიც სხვა ხალხების სახელით საუბრობდა, თავს უფლებას აძლევდა, სხვა ხალხებისთვის ჭკუა ესწავლებინა. ამიტომ, რამდენი განცხადებაც იქნება, კომისარი იქნება თუ რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც გაბედავს, ისაუბროს ქართველი ხალხის ნაცვლად, მისი სახელით – ეს არის წითელი ხაზი. დღეიდან ყველას მივუთითებთ, რომ ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის უპატივისმცემლობა. კოსის ერთი ფრაზა, რომ ხელისუფლება ხალხს უსმენს, ნიშნავს, რომ გვაუქმებენ, როგორც დამოუიკიდებელ ქვეყანას, გვაუქმებენ, როგორც ერს, როგორც სახელმწიფოს, ხალხს, რომელსაც აქვს თავისი სუვერენიტეტი, იბრძოლა ამისთვის. ამიტომ, ამის უფლებას არავის მივცემთ და ამ დამოკიდებულებას შეეშვან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა: „იმედი მაქვს, ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გეზს, თუმცა ეს მათ ხელშია“.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი