პოლიტიკა
მარტა კოსი ჯიუტად აგრძელებს იმ ხაზს, რასაც საქართველოს სისხლისღვრაში ჩართულობა ჰქვია - გია ვოლსკი
ევროკომისიის კვლევების შედეგებით საქართველო ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ასწრებს, მაგრამ მარტა კოსი ჯიუტად აგრძელებს იმ ხაზს, რასაც საქართველოს სისხლისღვრაში ჩართულობა ჰქვია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის კითხვა დაუსვეს გაფართოების საკითხებში ევროკომისარის, მარტა კოსის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „იმედი მაქვს, ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გეზს, თუმცა ეს მათ ხელშია“.
„მარტა კოსის განცხადება სამაგალითოა იმის საჩვენებლად, როცა გინდა, ასწავლო ან ლექცია წაიკითხო თვალთმაქცობის შესახებ. ამ განცხადების სათაურია – თვალთმაქცობა პოლიტიკაში. ევროკომისია კვლევების შედეგებს ყოველდღე აქვეყნებს, სადაც საქართველოს მონაცემები ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ასწრებს პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ მარტა კოსი მაინც ჯიუტად აგრძელებს იმ ხაზს, რასაც საქართველოს სისხლისღვრაში ჩართულობა ჰქვია. გარკვეული გარემოებები შეიცვალა, მაგრამ მთავარი ხაზი არ შეცვლილა. აღარ მალავენ, რომ ევროპისთვის უკრაინელები იხოცებიან და რუსეთისგან ევროკავშირს საფრთხე ემუქრება. მათთვის საქართველოში ისეთი ხელისუფლების არსებობაა აუცილებელი, რომელიც ქვეყანას ამ პროცესებში ჩართავს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, ყველაფერი არჩევნებით გამოვლინდებაო. ქართულმა საზოგადოებამ არჩევნებით დაადასტურა, რომ არ აწყობს ის, რასაც ქვეყანას სთავაზობს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც საქართველოშიც იყო ჩამოსული და ხალხს სისხლისღვრისკენ მოუწოდებდა. ამას მხარი არ დაუჭირეს და ის გზა აირჩიეს, რაც ქვეყნის სტაბილურობას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ეს განცხადებები ანტიქართულია. ზოგიერთი ოფიციალური პირისგან რა განცხადებაც მოვისმინეთ, იმას ქართველთმოძულე თუ გააკეთებს. არჩევნები მომავალში იქნება და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებთ, ქვეყანას რა სჭირდება. ხვალვე მზად ვართ, გარკვეულ საკითხებზე მოლაპარაკება დავიწყოთ. აუცილებელი არ არის ადამიანური სიყვარული გვქონდეს, მაგრამ ვხედავთ, რომ ექსტრემიზმი ფინანსდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


