პოლიტიკა
მარნეულში, სოფელ იზმირის 59-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ორგანიზაცია „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ ინფორმაციით, მარნეულში, სოფელ იმირში 59-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ორგანიზაციის დამკვირვებლის ჯეიხუნ კარაევის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელს, ფიქრათ კარაევს ფიზიკურად გაუსწორდა „ქართული ოცნების“ წევრი ხალადი ჰუსეინოვი. მისივე ინფორმაციით, სიტუაცია პოლიციის მისვლის შემდეგ განიმუხტა.
მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა ნავერიანის თქმით, მომხდარი პროვოცირებულია ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან.
„ეს ჩხუბი გამოწვეულია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ. რამდენიმე ჯგუფი დადის და რომელ უბანზეც მიდიან, ყველგან ინციდენტი ხდება“, - განაცხადა ნავერიანმა.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


