სამართალი
მარნეულში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი რუსთავის საოლქო პროკურატურაში გამოკითხეს
მარნეულში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი ელჩინ ალახვერდიევი, რომლის ადგილსამყოფელიც ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო, რუსთავის საოლქო პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
ამის შესახებ “მედიანიუსს” პროკურატურაში განუცხადეს.
,,ვესაუბრეთ უკვე მის ვაჟს, ოჯახს და საქმის კურში ჩავაყენეთ, რომ ყველაფერი კარგად არის და გამოკითხვაზე იმყოფებოდა რუსთავის საოლქო პროკურატურაში“, - აცხადებენ უწყებაში.
მარნეულში ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. დაკავებულია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი და პასუხისგებაშია მიცემული სამი პირი.
კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, მოქალაქის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის მიმართ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


