სამართალი
მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის ადვოკატი საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობს
არადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით დაკავებული მარნეულის ყოფილი მერის ადვოკატის განცხადებით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.
უფლებადამცველმა გაგი მოსიაშვილმა მოსამართლეს თემურ აბაზოვის საქმის ობიექტური განხილვისკენ მოუწოდა.
ადვოკატის თქმით, ბრალდება მხოლოდ ერთი მოწმის, დაზარალებულის ჩვენებაზეა აგებული და ის საქმეში არსებულ სხვადასხვა მტკიცებულებასთან შეუსაბამობაშია.
„ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმე, დაზარალებული პირი, რომელმაც სასამართლოში მისცა ჩვენება, განაცხადა, რომ „დიახაც, მას აქვს პირადი წყენა“. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის გავრცელებასაც ედავება თემურ აბაზოვს ბრალდების მხარე, გავრცელებულია, მაგრამ არა გავრცელებულია თემურ აბაზოვის მიერ, არამედ კონკრეტული პირის მიერ, რომლის მიმართაც დევნაც კი არ არის დაწყებული“, - თქვა ადვოკატმა.
ცნობისთვის, 11 ივნისს ფეისბუკის სხვადასხვა ჯგუფში ვრცელდებოდა ვიდეო, სადაც მამაკაცს, ელჩინ ალახვერდიევს ბოდიშს ახდევინებენ, შარდით სახის დაბანას აიძულებენ და აზერბაიჯანულად ეუბნებიან, რომ „შენ ღირსება არ გაქვს“. აღნიშნულ ვიდეოზე „მარნეულის სათემო რადიომ“და სტუდია მონიტორმა სიუჟეტები მოამზადეს, რომლებიდანაც ირკვევა, რომ მარნეულის მკვიდრი ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის საჯარო შეგინების გამო დასაჯეს. „მარნეულის სათემო რადიოს“ ინფორმაციით, ვიდეოს გადაღების პროცესს ესწრებოდა მარნეულის მერი თემურ აბაზოვი.
14 ივნისს ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


