პოლიტიკა
მარკო რუბიომ ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ დღეს, ამერიკის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა არის ანტიამერიკული რეჟიმი - სალომე სამადაშვილი
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ დღეს, ამერიკის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა არის ანტიამერიკული რეჟიმი - რეჟიმი, რომელიც ამერიკის ინტერესებს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ს მხარდაჭერა საქართველომ შესაძლოა, დაკარგოს იმიტომ, რომ „ქვეყანას ანტიამერიკული ხელისუფლება მართავს”.
„ჩვენ ძალიან ნათელი განაცხადი მოვისმინეთ აშშ-ს სახელმწიფო მდივნისგან, რომელმაც ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ დღეს, ამერიკის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა არის ანტიამერიკული რეჟიმი. რეჟიმი, რომელიც ამერიკის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ეს არის ძალიან საგანგაშო, იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდმა უმრავლესობამ, მათ შორის „ქართული ოცნების” მხარდამჭერებმაც იციან, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის განმავლობაში აშშ-ს მხარდაჭერა, ამ სახელმწიფოსთვის გადამწყვეტი იყო და დღეს, ჩვენ ამ მხარდაჭერას, სწორედ იმიტომ ვკარგავთ, რომ ქვეყანას ანტიამერიკული ხელისუფლება მართავს.
რუსეთი ამ ქვეყანაში დიდი ხანია ცდილობს, სწორედ მსგავსი ხელისუფლების მოყვანას ქვეყნის მართვის სადავეებში და დღეს, როდესაც რუსეთიდან მართული პოლიტიკური ძალა, პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობს, რა თქმა უნდა, ისინი სიხარულით ადასტურებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ანტიამერიკულ ხელისუფლებას წარმოადგენენ და ეს ძალიან დიდი გამოწვევაა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის”, - განაცხადა სამადაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


