სამართალი
მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალებების მართვა გახდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი - გიორგი გახარია
მარიხუანის ლეგალიზება და მისი მოხმარება - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იმ ცვლილებებზე გააკეთა განმარტება, რომელიც კანონში შედის მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშრებით.
მინისტრის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ნარკოპოლიტიკის კონტექსტში გახდა აუცილებელი მოხდეს შინაარსობრივი და ეფექტიანი რეგულირება მარიხუანას მოხმარების.
,,ამ ნაწილში ჩვენ მთავრობის დავალებით გავატარეთ გარკვეული სამუშაოები და მივაღწიეთ კანონის ისეთ ხარისხს, რომელიც გვაძლევს ეფექტური რეგულირების საშუალებას, რაც გულისხმობს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გავრცელების არეალი იქნება მაქსიმალურად შემცირებული.
ეს ნიშნავს იმას, რომ მარიხუანის მოხმარება არ იქნება დასჯადი მხოლოდდამხოლოდ პირად სივრცეში.
შინაარსობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ რომ განვიხილოთ ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის არის ძალზედ მნიშვნელოვანი, ყველა სახის მარიხუანის მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, იქნება დასჯადი.
21 წლამდე ახალგაზრდების მიერ მარიხუანის მოხმარება ყველა სახის სივრცეში, სადაც არ უნდა მოხდეს, იქნება დასჯადი.
ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, მარიხუანის კლინიკური ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალებების მართვა გახდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი, გარდა ამისა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა მარიხუანის მოხმარებაში, ასევე გახდება სისხლის სამართლით დასჯადი“, - განაცხადა გახარიამ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


