სამართალი
მარიხუანის კულტივაციის შესახებ ინივიატივას საკონსტიტუციო სასამართლო ეხმაურება
მარიხუანის მოხმარებისა და კულტივაციის რეგულირებასთან დაკავშირებით სამთავრობო ინციატივას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ეხმაურება.
ზაზა თავაძე კანაფის მოხმარების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საკონსტიტუციოს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული აქვს უფლება, არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს ნებისმიერი ნორმატიული აქტი, თუ ის ამ დასკვნამდე მივა.
"შესაბამისად, საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლებითვის, შესაძლებელია, ყოველთვის მისაღები არ იყოს, მაგრამ ისევ და ისევ კონსტიტუცია გვავალდებულებს ჩვენ, ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით, ბოლომდე მივიყვანოთ კონსტიტუციური მართლმსაჯულება და შესაბამისად დავიცვათ ადამიანის უფლებები
.
ჩვენ შესაბამისად იმაზე, თუ რა რეგულაციებს შემოიღებს პარლამენტი, ამაზე მსჯელობაში ვერ შევალთ, თუ საკონსტიტუციოში შემოვა სარჩელი, ვიმსჯელებთ ამაზე. მოდი ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ეს მხოლოდ არის კანონპროექტი, როცა ის მიიღებს კანონის სახეს, ამის შემდეგ, თუ ვინმე გადაწყვეტს, გაასაჩივროს, ვიმსჯელებთ ამა თუ იმ ახალი რეგულაციის კონსტიტუციურობაზე", - განაცხადა ზაზა თავაძემ.
11 სექტემბერს, შსს-ში განმარტეს, რომ მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით, კანაფის მოყვანა-წარმოების საკითხს. შსს-ს ცნობით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მარიხუანის გასაღების მკაცრ შეზღუდვას.
კერძოდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველო კანაფის ექსპორტიორი გახდება, მისი გასაღება ქვეყანაში ისევ სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი მკაცრ შეზღუდვებს აწესებს. განმარტება შინაგან საქმეთა სამინისტროში მას შემდეგ გაკეთდა, რაც ამ ახალმა ამბავმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
შს მინისტრმა განაცხადა, რომ კანაფის მოხმარებაში 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა სისხლის სამართლის წესით დაისჯება.
30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.
იმავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე შსს-მ კანაფის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები მოამზადა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


