უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 იანვარი, 2017 13:50
font-size

მარიამ ვალიშვილი - გაზპრომთან ხელშეკრულებაზე: ფინანსური შედეგი ზუსტად იგივე ნამდვილად არ არის

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა განმარტება გააკეთა გაზპრომის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

ვალიშვილი ფიქრობს, რომ თუ ქართული მხარე არ დათანხმდებოდა რუსული კომპანიის მიერ შეთავაზებულ პირობებს, შესაძლოა, უარესი შედეგი დამდგარიყო ფინანსური თვალსაზრისით.

ამასთან, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე არ უარყოფს, რომ ახალი ხელშეკრულებით ფინანსური შედეგი ქართული მხარისთვის, წინა ხელშეკრულებასთან შედარებით, წამგებიანია.

,,ფინანსური შედეგი ზუსტად იგივე ნამდვილად არ არის, თუმცა ეს არის ერთ-ერთი მაღალი ტარიფი, რომელსაც ანალოგიურ შემთხვევაში იხდიან მსოფლიოში. 10% იყო მაღალი და ძალიან კარგი იყო, რომ საქართველომ მოახერხა და წლების განმავლობაში ეს მოცემულობა ჰქონდა.

როდესაც ვლაპარაკობთ რაღაცის დათმობაზე, ჩვენ არც არაფერი გვქონია პირველი იანვრიდან, იმიტომ, რომ კონტრაქტი დასრულდა. მეორე საკითხი არის, თუ რამდენად გვქონდა ბერკეტები ისევ იმ პირობებზე დაგვეთანხმებინა რუსეთი. ეს ფორმულირება უფრო სწორი იქნება, ვიდრე ის, რომ რაღაც დავთმეთ.

გადაწყვეტილების არმიღება ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვექნებოდა კონტრაქტი. ეს იქნებოდა ისევ გაურკვევლობა, ისევ რაღაც ჭიდაობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ალბათ კიდევ უფრო მეტი ფინანსურად ნეგატიური შედეგი დადგებოდა მომავალში. ალბათ ჩვენ ვერ ავცდებოდით ისევ სამართლებრივ დავებს, ისევე, როგორც ბევრი ქვეყანა დღეს დავობს იმ პირობების სამართლიანობაზე, რომელიც მათ ხელშეკრულების ხელმოწერით ან არმოწერით მიიღეს’’, - აცხადებს მარიამ ვალიშვილი.

ცნობისათვის: ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა. ხელშეკრულება ორწლიანია. პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომ გაგრძელდება ფულადი ანგარიშსწორება.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი