უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 თებერვალი, 2026 13:26
font-size

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში ახალი უწყება - საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკი იქმნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ახალ რეფორმაზე ისაუბრა -მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოპტიმიზაციის ფარგლებში მოხდეს არსებული სახელმწიფო ფონდის ლიკვიდაცია, ის სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე გამსხვილებულ ახალ საჯარო უწყებას შეერწყმება.

„ჩვენ მზად ვართ, რომ სწორად ვუპასუხოთ ეკონომიკის ყველა დარგის გამოწვევას და ასევე ამ დარგებში ოპერირებადი მცირე და საშუალო, ისევე როგორც მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლების საჭიროებებს. „აწარმოე საქართველოში“ თავისი შინაარსით ძალიან დიდ მასშტაბს შეიძენს და რეალურად გახდება საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრის ინფორმაციით, ახალი უწყება ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორს დაფარავს, თუმცა, აქცენტი გაკეთდება იმ სექტორებზე, რომლებსაც გამოკვეთილად დამატებითი ყურადღება სჭირდება, მათ შორის ფულადი სახსრების მეტად მიმართვა.

„აქედან გამომდინარე, გამოვყოფდი წარმოებას, რათა შემცირდეს იმპორტზე დამოკიდებულება, ხელი შევუწყოთ კონკრეტული სექტორების განვითარებას, მათ შორის ენერგეტიკის - ამ კუთხით გარკვეული გამოწვევები გვაქვს და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყანაში იზრდებოდეს დადგმული სიმძლავრე. ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორებს, რომლებსაც ეს გამოწვევები აქვთ, სახელმწიფო გვერდში დაუდგეს -იქნება ეს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა თუ სხვა რიგი ინსტრუმენტები“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

რაც შეეხება ახალი უწყების შექმნის ვადებს, მინისტრის ინფორმაციით, უკვე მზად არის აღნიშნული რეფორმის დადგენილება და სულ რამდენიმე დღეში მოხდება პროცესის საჯაროდ და ფორმალურად დაძვრა. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, გეგმა-გრაფიკის თანახმად, ფაქტობრივად, მიმდინარე პირველი კვარტლის ბოლოსთვის ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებული იქნება, სტრუქტურა საკმაოდ მოცულობითი იქნება და შესაბამისად, გარკვეული დრო დაჭირდება გუნდის სრულად ფორმირებას.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი