პოლიტიკა
მარგველაშვილის ფიგურის დისკრედიტაციას თავად მარგველაშვილი ახდენს - ოთარ კახიძე
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კახიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადება, რომლის თანახმად „ევროპული საქართველო“ და „ქართული ოცნება“ გაერთიანდნენ პრეზიდენტის წინააღმდეგ, „ღიმილის მომგვრელი“ უწოდა.
დეპუტატის თქმით, პრეზიდენტი თავად ახდენს საკუტარი ფიგურის დისკრედიტაციას.
„ეს ღიმილის მომგვრელი ამბავია. საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს „ქართულ ოცნებას“, რომლის გუნდის წევრიც გახლდათ ბატონი მარგველაშვილი. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ხედვა. ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის ხედვა „ქართული ოცნების“ ხედვას ემთხვევა იმიტომ, რომ ისინი ერთი გუნდის წარმომადგენლები არიან. ამ ბრალდებებში შორს აღარ წავალ. მარგველაშვილის ფიგურის დისკრედიტაციას თავად მარგველაშვილი ახდენს, როდესაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელებიც მერე ასე წინ ხვდება ქართულ საზოგადოებას, ვგულისხმობ ნარკორეალიზატორისა თუ მოძალადის შეწყალებას“,- განაცხადა კახიძემ.
აბაშიშვილის განცხადებით, „საქართველოს პარლამენტში ,,ევროპული საქართველოსა“ და ,,ქართული ოცნების“ მონაწილეობით, ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი დღეს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოებაა“. ოპოზიციისა და უმრავლესობის კრიტიკა იმ ფაქტმა განაპირობა, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა ვეფხია ბაქრაძემ, რომელიც სასჯელს იხდიდა ოჯახის წევრისთვის მიყენებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის, 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე საკუთარი გერი მოკლა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


