საზოგადოება
მარგველაშვილი დეკანოზ მამალაძის შეწყალებას აპირებდა, რასაც ეკლესიაც მიესალმებოდა, თუმცა ხელისუფლებამ თავი შეიკავა – ჭიათურის მიტროპოლიტი
დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი ოჯახის წევრების მოთხოვნას საჩხერე-ჭიათურის ეპარქიის მიტროპოლიტი ეხმაურება.
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის განცხადებით, ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას აპირებდა, თუმცა ხელისუფლებამ ამ ნაბიჯისგან თავი შეიკავა.
"რასაკვირველია, ქრისტიანული სარწმუნოება გეუბნება, ვინმემ რომ რამე დაგიშაოს, თუნდაც ბოროტად მოგექცეს, იმაზეც უნდა იზრუნო. მითუმეტეს, სასულიერო პირის მდგომარეობა, რასაკვირველია, აწუხებს ეკლესიას. მე მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტი შიოს თანაშემწე დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პირადად იყო დეკანოზ გიორგი მამალაძესთან, მოინახულა, ესაუბრა.
რასაკვირველია, ჩვენ მისი ჯანმრთელობისთვის, მისი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ვლოცულობთ. უბრალოდ, ვფიქრობთ, რომ თვითონ დეკანოზ მამალაძის გარშემომყოფი პირები ცოტა არათანმიმდევრულნი არიან. შეიძლება, ეს ყოველთვის მისი სურვილი არ არის, მაგრამ ის ყოველთვის ვერ მართავს იმ პროცესებს, რომელიც მისი გარემოცვისგან ხდება, რადგან ციხეშია. მგონი, ამ ადამიანების მოქმედებაში ხშირად არის ელემენტარული შეცდომები. მაგალითად, ასეთი სახით ზიარების მოთხოვნა - ეს არ ხდება. ზიარება არის დიდი საიდუმლოება, ამას მოძღვრის კურთხევა სჭირდება... არის რაღაც საზღვრები იმასთან დაკავშირებით, მას რისი გაკეთება შეუძლია და რა არ შეუძლია. ხშირად, ეკლესიას იმას სთხოვენ, რაც მის ძალებსა და უფლებებს აღემატება”,- განაცხადა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა.
"მე როგორც ვიცი, პრეზიდენტმა შეწყალება ითხოვა და ხელისუფლებამ თავი შეიკავა, ასე ვიცი, თუმცა, შეიძლება, ზუსტი არ არის", - თქვა მიტროპოლიტმა და დასძინა, რომ ეკლესია დეკანოზის შეწყალებას ახლაც მიესალმება.
შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს გადაიყვანეს.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


