კომენტარი
მარგველაშვილ-უსუფაშვილის ერთიანი თამაშის მცდელობა თუ იქნა, უსუფაშვილი შეცდომას დაუშვებს - ხათუნა ლაგაზიძე
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა თუ პოლიტიკური ნარჩენების შემოკრება დაიწყო, ის საინტერესო არ იქნება.
როგორც ექსპერტმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, უსუფაშვილს წარმატებული პოლიტიკური კარიერის პერსპექტივა აქვს, თუ შეცდომებს არ დაუშვებს.
“დავით უსუფაშვილი იმ დროს რომ წასულიყო „რესპუბლიკური პარტიიდან“, როცა ამას სთავაზობდნენ, ახლა მისი სახით ახალი პარლამენტის თავმჯდომარე გვეყოლებოდა. იქნება მცდელობა, რომ დაიწყოს მარგველაშვილ-უსუფაშვილის და „თავისუფალი დემოკრატების“ ერთიანი თამაში. ეს თუ ასე მოხდა, უსუფაშვილი შეცდომას დაუშვებს. მან არ უნდა დაიწყოს პოლიტიკური ნარჩენების შემოკრება. ასეთ შემთხვევაში ის არ იქნება საინტერესო“,-განაცხადა ლაგაზიძემ.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ დავით უსუფაშვილმა თბილისის მერობისთვის იბრძოლოს.
„უსუფაშვილი არის თბილისის მერობის მიმზიდველი ფიგურა, თუ ის შეძლებს საღი საზოგადოებრივი ძალების გაერთიანებას. ჯერჯერობით არ ჩანს ამ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კონკურენტი. მართალია, მძიმედ გაჰყვება მის პოლიტიკურ კარიერას საბურთალოს წაგება, მაგრამ მას შეუძლია გონივრული პოლიტიკური სვლით ყველაფერი შეცვალოს“,-აღნიშნა ლაგაზიძემ.
შეგახსენებთ, რომ დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტია 29 ოქტომბერს დატოვა.
მონიკა დავლაინიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


