პოლიტიკა
მარეგულირებელი კომისიების წარმომადგენელთა შრომის ანაზღაურება პრეზიდენტის ანაზღაურებას არ უნდა აღემატებოდეს - რომან გოცირიძე
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მარეგულირებელი კომისიების წარმომადგენელთა შრომის ანაზღაურება პრეზიდენტის ანაზღაურებას არ უნდა აღემატებოდეს.
რომან გოცირიძემ პარლამენტს ინიციტივით მიმართა, სადაც საუბარია სახელფასო ზედა ზღვარზე მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელობისთვის.
გოცირიძის განცხადებით, ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს პრეზიდენტზე მაღალი ხელფასი არ უნდა ჰქონდეს.
„არის გამოსული კონტროლის არეალიდან უამრავი სხვადასხვა უწყება და ერთ-ერთი ასეთი არის მარეგულირებელი ორგანოები, რომელთა წევრები და თავმჯდომარეები იღებენ ხელფასს სამჯერ მეტს, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი. 20 ათასი ლარი აქვთ ხელფასი თვეში და წელიწადში 245 ათასი ლარი მიიღო ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა. ეს არ არის ადეკვატური და ჩვენი წინადადება კანონპროექტის სახით არის ის, რომ ასეთი ორგანოების ხელმძღვანელ პირს არ უნდა ჰქონდეთ პრეზიდენტის ხელფასზე მეტი,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.
გოცირიძის კანონპროექტი დღეს კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და საკითხის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
უმრავლესობის წევრების განცხადებით, არსებული სახელფასო პოლიტიკა არის შესაცვლელი და საჭიროა აღნიშნულ საკითხზე დიალოგის და დისკუსიის დაწყება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


