უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 აპრილი, 2019 12:10
font-size

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ტაქსის მძღოლები მუშაობას 2021 წლის პირველ იანვრამდე შეძლებენ

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ტაქსის მძღოლებს ვაძლევთ უფლებას, „B კატეგორიაში“ გააგრძელონ მუშაობა 2021 წლის პირველ იანვრამდე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

„საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებით. მათ აგვიხსნეს, რომ ერთი წელი, რომელიც ჰქონდათ, არ იყო საკმარისი, რათა მომზადებულიყო მარჯვენასაჭიანი ავტომობილები და მომხდარიყო მათი ჩანაცვლება. გვთხოვეს, რომ B კატეგორიაში მარჯვენასაჭიანი ტაქსები დაშვებული იყოს. ჩვენ ამაზე დავთანხმდით და აქაც გვინდა, რომ დროში ჩავკეტოთ. 2020 წლის ბოლო არის, 2021 წლის პირველი იანვრიდან უკვე ავტომატურად შევა ძალაში, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები აიკრძალება ასევე „B კატეგორიაში“. მათ აქვთ წელიწადნახევარი, რათა ჩაანაცვლონ ავტომობილები. კარგად გვესმის იმ ადამიანების, გვესმის არსებული მდგომარეობა და ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მოახდინონ ავტომობილების ჩანაცვლება და 2021 წლიდან მარცხენასაჭიანი ავტომობილებით გააგრძელონ საქმიანობა, გინდა „A კატეგორიაში“, გინდ „B კატეგორიაში“. თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენი მხრიდან ექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი