საზოგადოება
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შემცირების მიზნით პარლამენტს ცვლილებები წარედგინა
პარლამენტს საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები წარედგინა, რომელიც მიზნად ისახავს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შემცირებას. დეპუტატთა ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, ცვლილება შედის საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლში, რომელიც ადგენს საგადასახადო შეღავათს ჰიბრიდული ავტომობილებისთვის.
ცვლილებით, მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისათვის აქციზის განაკვეთი შემცირდება 20%-ით, ნაცვლად არსებული 60 %-სა.
საგადასახადო კოდექსში 2016 წლის 16 დეკემბერს განხორციელდა ცვლილება, რომელიც 2017 წლის 2 იანვარს ამოქმედდა. დაწესდა, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილისთვის განსაზღვრული აქციზის განაკვეთის სამმაგი ოდენობით დაიბეგრებოდნენ. ამავე ცვლილებების თანახმად, როგორც მარჯვენასაჭიანი, ისე მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომანქანების იმპორტისას დაწესდა 60%-იანი შეღავათი აქციზური გადასახადის გადახდისას, ნაცვლად იმისა, რომ განსხვავებული რეგულაცია ყოფილიყო მარცხენა და მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისათვის.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კოდექსის მიღების დროიდან (2010 წელი), როგორც მარჯვენა, ისე მარცხენასაჭიანი ელექტროძრავიანი ავტომანქანები იმპორტისას სრულად გათავისუფლებულები არიან აქციზის გადასახადისგან.
’’შემოსავლების სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ 2017 წლისა და 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებულია: მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილი - 26,463; მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილი - 4,277; მარცხენასაჭიანი ელექტრომობილი - 386; მარჯვენასაჭიანი ელექტრომობილი - 799. აღსანიშნავია, რომ მზარდია ელექტრომობილების ბაზარი როგორც საქართველოში, ისევე მთელ მსოფლიოში. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს მარჯვენასაჭიანი ელექტრომობილების რაოდენობა აღემატება მარცხენასაჭიან ელექტრომობილების რაოდენობას. გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანა დაგეგმილია მთლიანად მარცხენასაჭიან მანქანებზე მოძრაობისთვის, მთელი ინფრასტრუქტურა მორგებულია მასზე.
კანონპროექტის მიღების შედეგად შემცირდება მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული და ელექტრო მანქანების იმპორტი, რაც ხელს შეუწყობს საგზაო უსაფრთხოებას, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


