სამართალი
მარჯვენასაჭიანი ავტომობილები არ აიკრძალება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტთა პაკეტიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის მუხლი ამოიღო, რომლითაც უნდა აკრძალულიყო ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანა.
ამის შესახებ ხუციშვილმა მედიას პარლამენტში განუცხადა.
"პარლამენტმა დეკემბერში მიიღო საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რამაც გარკვეულწილად გააძვირა განბაჟება და შეამცირა ის რისკები, რომ გაიზრდებოდა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა, რის შედეგადაც გაუთანაბრდებოდა მარცხენასაჭიანებს. შესაბამისად, ჩვენ უფრო მკაცრ მიდგომებს აღარ მოვითხოვთ და ეს ნაწილი ამოღებული იქნება კანონპროექტიდან. არ აიკრძალება მარჯვენასაჭიანები, უბრალოდ, ვისაც უღირს იმ ფასად, შემოიყვანოს", -აღნიშნა შსს მინისტრის მოადილემ.
მისივე თქმით, პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტში კვლავ დარჩება ქულათა შემოღების სისტემა, ქულების ამოწურვისას მართვის მოწმობის შეჩერება და უკონტაქტო პატრულირება
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


