პოლიტიკა
მარჩიელობას თავი დავანებოთ, არ ვიჩქაროთ - დიმიტრი ხუნდაძე ეკა ბესელიას მიერ ფრაქციის შესაძლო დატოვებაზე
„დაველოდოთ, რა შედეგი დადგება. მე მჯერა, შედეგი იქნება სამართლიანი და ობიექტური“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
„უმჯობესია, ეკა ბესელიას დაველოდოთ. მას საკუთარი არგუმენტები ექნება იმის საპირისპიროდ, რომ რეგლამენტი დაირღვა. სწორედ ამიტომ ფრაქციამ გაიწვია კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი პირველი მოადგილე. არგუმენტების ჭიდილი იქნება. ვფიქრობ, რომ ამაში არაფერია საგანგაშო, საჭიროა გარკვევა და ორივე მხრიდან არგუმენტების მოსმენა. საბოლოო შედეგი დადგება ის, რაც იქნება ობიექტური და სამართლიანი", - განაცხადა ხუნდაძემ.
ბესელიას მიერ ფრაქციის შესაძლო დატოვების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ, ხუნდაძემ უოასუხა, რომ მნიშვნელოვანია მხარეების მოსმენა.
„მარჩიელობას თავი დავანებოთ, არ ვიჩქაროთ. მართალია, ინტერესიც მაღალია, როგორც პოლიტიკურ წრეებში, ისე საზოგადოებაში, თუ რითი დასრულდება, პირობითად დავარქვათ, დაპირისპირება. მოვუსმინოთ ოპონენტებს, ამ წუთას პირობითად დაპირისპირებულ მხარეებს და დაველოდოთ, რა შედეგი დადგება. მე მჯერა, შედეგი იქნება სამართლიანი და ობიექტური", - განაცხადა დეპუტატმა.
ცნობისთვის, ეკა ბესელია ამჟამად ლონდონში იმყოფება და ის საქართველოში ხვალ დაბრუნდება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


