სამართალი
მაქვს კარვის გაშლის უფლება და რატომ მიკრძალავენ? - რუსთაველზე აქციის მონაწილეებისთვის კარვების გაშლის უფლების შეზღუდვაზე სასამართლო პროცესი გადაიდო
რუსთაველზე აქციის მონაწილეებისთვის კარვების გაშლის უფლების შეზღუდვაზე სასამართლო პროცესი გადაიდო, რადგან შსს-მ საიდუმლო მასალად წოდებული მტკიცებულებები ამ დრომდე ვერ წარმოადგინა.
პროცესი გადაიდო მას შემდეგ, რაც შსს-ის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ გასაიდუმლოებულ დოკუმენტებს სასამართლოს 15 ნოემბრამდე წარუდგენენ.
მოსამართლის პოზიციით, შსს-ს წინა სასამართლოს სხდომის შემდეგ საკმარისი დრო ჰქონდა, რათა გასაიდუმლოებული მასალები დაემუშავებინა და პროცედურის შესაბამისად სასამართლოში წარედგინა.
„როგორც ჩანს, ადასტურებთ, რომ შეზღუდვას ჰქონდა ადგილი და გინდათ, დაამტკიცოთ, რომ ლეგიტიმური იყო ეს შეზღუდვა. აქ უთითებთ, რომ მოსარჩელის დაცვის ინტერესით იყო განპირობებული კარვების გაშლის უფლების შეზღუდვა, მაგრამ ვერ უთითებთ დოკუმენტს, რითაც ამას ამტკიცებთ. მესმის, რომ საიდუმლო საბუთებზე საუბრობთ, მაგრამ ეს დრო საკმარისი იყო, თითქმის თვე გავიდა, რომ წარმოგედგინათ", — განაცხადა მოსამართლემ პროცესზე.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ არანაირი საიდუმლო ინფორმაცია არ არსებობს და კარვების გაშლისთვის ხელის შეშლა ხელისუფლების, კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილის დავალებაა.
მან სხდომაზე მოსამართლეს მიმართა იმ იმედით, რომ კარვის გაშლის უფლება მიეცემა.
„4-დან 7 წლამდე პატიმრობა მემუქრება. წყობიდან გამოვყავარ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. მოსამართლევ, იმედია, მოგვცემთ კარვების გაშლის საშუალებას, რადგან კარვების გარეშე ავად ვხდებით და საავადმყოფოდან საავადმყოფოში გვიწევს გადასვლა. მაქვს კარვის გაშლის უფლება და რატომ მიკრძალავენ?“, – აღნიშნა სარალიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში შსს-სა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა სარჩელი შეიტანეს. ისინი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვას ასაჩივრებენ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


