პოლიტიკა
მაქვს იმის რწმენა, რომ ნატო-ს მომავალ სამიტზე საქართველოს პროგრესი ნატოსთან მიმართებით იქნება ადეკვატურად დაფასებული - გიორგი მარგველაშვილი
ქართულ-ლიეტუვური ურთიერთობის და თანამშრომლობის ფაზები, რომელსაც ჩვენ გავდივართ, სულ უფრო შთამბეჭდავ შედეგებს იძლევა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, ლიეტუვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან ერთობრივი პრესკონფერენციის დროს.
საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუველ კოლეგას ქართველი ხალხის გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე გაამახვილა.
„ქართულ ლიეტუვური ურთიერთობის და თანამშრომლობის ფაზები, რომელსაც ჩვენ გავდივართ სულ უფრო შთამბეჭდავ შედეგებს იძლევა. მე მინდა ხაზი გავუსვა აგრეთვე თქვენს მიერ საქართველოს ინტერესების სერიოზულ წამოწევას, რომელიც არაერთხელ პირადად თქვენ გაგიხორციელებიათ როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს კონტექსტში.
დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმ მიზნებზე, რაც საქართველოს გააჩნია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით და მე მაქვს იმის რწმენა, რომ მომავალ სამიტზე საქართველოს პროგრესი ნატოსთან მიმართებით იქნება ადეკვატურად დაფასებული. დარწმუნებული ვარ, რომ ლიეტუვური პოზიცია ამ თვალსაზრისით ტრადიციულად ჩვენი მხარდამჭერი იქნება. ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონის უსაფრთხოების თაობაზე, ვისაუბრეთ მომავალი თანამშრომლობის შესახებ და მე მიხარია, რომ ამ კონტექსტში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივა, ისევე როგორც ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივა საერთაშორისო ფორუმებზე მხოლოდ პოზიტიური შინაარსის მატარებელია.
კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის გვერდით არა მარტო გაჭირვების დროს, არამედ ზეიმის და სიხარულის დროს ყოფნისათვის“, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


