პოლიტიკა
მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს სიმკაცრე საჭიროა იმისათვის, რომ საზოგადოება და ქვეყანა განვითარდეს სწორად - ირაკლი კობახიძე
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ორგანიზაცია „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებასთან დაკავშირებით არის საკმაოდ ხისტი, თუმცა მე მგონია, რომ არის პრაგმატული გადაწყვეტილება - არ შეიძლება ექსტრემიზმს ჰქონდეს ასეთი გასაქანი და ჩვენც მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ნაწილში სიმკაცრე საჭიროა იმისათვის, რომ საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს.
„ამერიკელი აქტივისტის მკვლელობასთან დაკავშირებით ერთნაირი რეაქციები ჰქონდათ ქართველ და ამერიკელ ე.წ. ლიბერალებს - ზიზღი, ფაქტის მოწონება, სიხარულის გამოხატვა, სიცილი ამასთან დაკავშირებით, ახალგაზრდა, 31 წლის კაცი მოკლეს და ადამიანებს, ქართველ ე.წ. ლიბერალებს, ისევე როგორც ამერიკელ ე.წ. ლიბერალებს ეს ყველაფერი გაუხარდათ. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი და საქართველოშიც ეს ყველაფერი ინერგება ზუსტად იმავე ძალების მიერ, რომლებიც მოქმედებენ აშშ-ში და ეს არის ე.წ. „დიფ სთეითი“. ისინი ხელოვნურად ცდილობენ ჩანერგონ სიძულვილი ქართულ საზოგადოებაში, თუმცა მათი წარმატება არის ძალიან შეზღუდული. რა წარმატებასაც მიაღწიეს და რა მცირე სიძულვილის კერებიც გააჩინეს, ესეც უკვე შემაშფოთებელია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სიძულვილის კერები მაქსიმალურად ჩავაქროთ ჩვენს საზოგადოებაში. რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, ეს არის საკმაოდ ხისტი გადაწყვეტილება, თუმცა მე მგონია, რომ არის პრაგმატული, არ შეიძლება ექსტრემიზმს ჰქონდეს ასეთი გასაქანი ამა თუ იმ საზოგადოებაში. ჩვენც მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს სიმკაცრე საჭიროა იმისათვის, რომ საზოგადოება და ქვეყანა განვითარდეს სწორად,“- განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


