პოლიტიკა
მანანა კობახიძეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობა არ სურს - თემურ ჭკუასელი
,,ქართული ოცნების“ წევრის თემურ ჭკუასელის განცხადებით, მანანა კობახიძეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობას სთავაზობენ, თუმცა კობახიძეს ამ პოსტის დაკავება არ სურს. ამის შესახებ ჭკუასელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღინიშნა, რომ მანანა კობახიძეს განაწყენების საფუძველი აქვს.
,,მანანას შეიძლება ჰქონდეს განაწყენების მომენტი, მაგრამ მას ამის შესახებ პოლიტსაბჭოზე არ უსაუბრია, მან უბრალოდ დაასაბუთა თუ რატომ არ უნდა აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი.
მე ვეთანხმები მანანა კობახიძის მოსაზრებას, ის მთელი თავისი ცხოვრება ისედაც იყო ადამიანის უფლებათა დამცველი და არ სჭირდება თანამდებობა, რომ ეს გააგრძელოს. საერთოდ, ძნელია ბოლომდე იმის განსაზღვრა, თუ რატომ ამბობს უარს, მაგრამ როგორც ჩანს, მასზე ძალიან იმოქმედა მის ოჯახთან დაკავშირებით აგორებულმა კამპანიამ და ამან ყველაფერს დაღი დაასვა. ის პროკურატურაშიც დაიბარეს დაკითხვებზე, მართალია, არაფერი გამოიკვეთა და ბოდიშიც მოუხადეს, მაგრამ ეს ყველაფერი არ მოეწონა, გულნატკენია ყველაფერი ამისგან.
მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. გუშინ მას სთხოვეს რამდენჯერმე, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, კიდევ ელოდებიან“, - განაცხადა თემურ ჭკუასელმა.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


