პოლიტიკა
მანანა კობახიძემ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეობაზე უარი განაცხადა
მერვე მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ, მეცხრე მოწვევის პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე უარი განაცხადა.
ამის შესახებ ინფორმაცია მედიას, მერვე მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ დაუდასტურა.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე მხოლოდ სოფიო კილაძის კანდიდატურა განიხილება, რასაც ბესელიაც ადასტურებს.
„ჯერჯერობით სოფიოსთან დაკავშირებით არის პოზიცია გამოკვეთილი, თუმცა პირველ სხდომამდე თუ რამე სხვა პოზიცია და სხვა გადაწყვეტილება იქნება ვნახოთ, დაველოდოთ. პირველი სხდომა ამ კვირაში ჩატარდება. მე რასაკვირველია მის კანდიდატურას მხარს დავუჭერ. სამწუხაროდ ქალბატონმა მანანამ უარი თქვა კომიტეტის თავმჯდომარეობაზე. ვფიქრობ, რომ მართლაც მას თავისი გამოცდილებით, თავისი შესაძლებლობით, ჰქონდა და აქვს კიდეც საუკეთესო რესურსი იმისთვის, რომ ამ კომიტეტს თავისი სპეციფიკით და შინაარსით გაუძღვეს“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


