პოლიტიკა
მან გააკეთა ძალიან მკაფიო და გასაგები განცხადება. გამგები გაიგებს - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო სეკულარული სახელმწიფოა, რასაც ადასტურებს კონსტიტუცია და ეკლესიასთან გაფორმებული კონკორდატი. ამის შესახებ მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ისაუბრა.
კობახიძის თქმით, პრემიერ-მინისტრის განცხადებას სეკულარიზმთან დაკავშირებით „გამგები გაიგებს“.
„საქართველოს აქვს მოქმედი კონსტიტუცია, მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კონსტიტუციური შეთანხმება, რომლითაც არის სათანადოდ მოწესრიგებული სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა. ეს არის ერთი ხაზგასასმელი საკითხი. რაც შეეხება ევროკავშირთან სეკულარიზმის დაკავშირებას, ევროკავშირში არის ქვეყნები, სადაც არ არის განმტკიცებული სეკულარიზმის პრინციპი, არასეკულარული სახელმწიფოები და ისინი მაინც არიან ევროკავშირის წევრები. შესაბამისად, რა კავშირშია სეკულარიზმი ევროკავშირში გაწევრიანებასთან, არის გაუგებარი. რაც შეეხება საქართველოს, საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო. ეს დადგენილია კონსტიტუციით, დადგენილია კონკორდატით. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, მან გააკეთა ძალიან მკაფიო და გასაგები განცხადება. გამგები გაიგებს, ვისაც არ უნდა გაგება, ის, ბუნებრივია, ვერ გაიგებს ამ ყველაფერს“, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, კვირას სოფელ სნოში, საპატრიარქოს მიერ ახალი სასტუმროს გახსნაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადა, რომ „საქართველოში სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა“.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


