უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ნოემბერი, 2025 13:03
font-size

მამუკა ხაზარაძე ქსენოფობიური სტილის კამპანიას ეწევა, ასეთი პატრიოტი თუა და გულში მჯიღს იცემს, მაშინ გერმანიის ელჩთან ხელშეკრულება შეწყვიტოს და ბინა ქართველს მიაქირაოს - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მამუკა ხაზარაძე ყალბ პროპაგანდას და ქსენოფობიური სტილის კამპანიას ეწევა.

პაპუაშვილი გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას, სადაც ხაზარაძე აღნიშნავს: „კატეგორიული წინააღმდეგი ვართ, საქართველოში ორი ანკლავი გაშენდეს, კრწანისის ტყე-პარკსა და გონიოში არაბების მიერ ქალაქების აშენება ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს“.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, „ლელოს“ ასეთივე პროპაგანდა ჰქონდა „ჰუალინგ პლაზასთან“ დაკავშირებითაც.

შალვა პაპუაშვილის თქმით, EMAAR ჯგუფის 6,5-მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია გულისხმობს ეკონომიკის ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.

„რაც შეეხება ამ ორ თაღლითს, ეს ადამიანები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ-ნახევარს ითხოვდნენ. თან იმასაც ბედავენ, რომ პოლიტიკაში იყვნენ და ხალხს ხმის მიცემა სთხოვონ. ინვესტიციების მიმართ მათი დამოკიდებულება ანაკლიაში ვნახეთ. პროექტი აბსოლუტურად ჩააფლავეს, რომლის შესასრულებლად ხელისუფლებამ ყველა პირობა შეუქმნა – კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებიდან დაწყებული, ხელშეკრულებების გადავადებებით დასრულებული. ბოლოს იქამდე მივიდნენ, საქართველოს მოქალაქეებს ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის დივიდენდები უნდა გადაგვეხადა, რომ წაგებაში არ წასულიყვნენ. ეს რომ ვერ მიიღეს მოქალაქეებისგან, მილიარდ-ნახევარს ითხოვდნენ. წააგეს არბიტრაჟში, მათ შორის 65 მილიონს ითხოვდნენ ხელისუფლებისგან, ესეც წააგეს და, საბოლოო ჯამში, 7 მილიონზე მეტი აქვთ ბიუჯეტში გადასახდელი. ხაზარაძე ჩივის, რომ შეიძლება, აშენდეს უძრავი ქონება, ბინები, რომლებიც შესაძლოა, უცხოელებმა იყიდონ. ასეთივე პროპაგანდა ჰქონდათ ვარკეთილში, „ჰუალინგ პლაზაზე“, თითქოს იქ ნახევარი ჩინეთი ჩამოსახლდებოდა, მაგრამ გაიარონ და ნახონ, იმ ბინებში ვინ ცხოვრობს. ეს ზუსტად იგივე, იაფი, ქსენოფობიური სტილის კამპანიაა, რომელსაც ის ადამიანი აწარმოებს, რომელსაც საკუთარი ბინა უცხოელისთვის აქვს მიქირავებული – შუა ცენტრში, ლესელიძეზე. როგორც იცით, ბინა გერმანიის ელჩისთვის აქვს მიქირავებული. ახლა, როცა ყალბ პროპაგანდას ეწევა, თან იაფფასიანი ქსენოფობიით, ეს არასერიოზულია. ეს მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, საუბარია 6,5 მილიარდ დოლარზე. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, ჯამში, მთლიანად არ შემოსულა ასეთი ინვესტიცია, როცა ახლა ქვეყანაში ეს ინვესტიცია მხოლოდ ერთ კომპანიას აქვს. ეს გულისხმობს ეკონომიკის ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას. ასეთი პატრიოტი თუა და გულში მჯიღს იცემს, მაშინ გერმანიის ელჩთან ხელშეკრულება შეწყვიტოს და ან თვითონ იცხოვროს იქ, ან ქართველს მიაქირაოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

წყარო

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი