პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა
საქართველოს მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები იყო შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრ პეტერ ერიქსონსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკაბახტაძის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ბოლო ათი წლის განმავლობაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” დაარსებიდან, რომლის ინიციატორიც შვედეთი იყო, ათი წელი სრულდება და ეს თარიღი განსაკუთრებულად აღინიშნება. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ევროკავშირთან ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა და ამ დინამიკაში განსაკუთრებული როლი ჰქონდა შეხვედრას გასული წლის 21 ნოემბერს, როდესაც ევროკავშირმა მხოლოდ საქართველოსთვის შექმნა უმაღლესი დონის ფორმატი.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა საგზაო რუკა, რომელიც ქვეყანას ხელს შეუწყობს, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირის სტრუქტურებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოში შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) საქმიანობაზე.
პრემიერ-მინისტრმა პეტერ ერიქსონს საქართველოს ინსტიტუციური განვითარების კუთხით სიდა-სმიერ გაწეული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე იმსჯელეს ქვეყნის ახალ საკონსტიტუციო მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ახალი კონსტიტუცია საქართველოში დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობის ნათელი მაგალითია.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე.
განიხილეს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ისახავს მიზნად. საუბარი ასევე შეეხო განათლების სექტორში მიმდინარე მასშტაბურ რეფორმებს, ენერგეტიკისა და მწვანე ეკონომიკის მიმართულებებს და ამ კუთხით შვედეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


