პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება.
დეპუტატები პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში შეიკრიბნენ.
მამუკა ბახტაძე და საპარლამენტო უმრავლესობა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასა და სამინისტროების გაერთიანების საკითხზე იმსჯელებენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან შეხვედრაზე საუბარი მთავრობის ფორმირებაზე იქნება.
„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვალდებულია, არსებული მთავრობის სრული შემადგენლობა წარმოადგინოს. შემდეგ კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, თუ რომელი სამინისტროს შერწყმა იგეგმება და მხოლოდ ამის შემდეგ, ამას შეიძლება მოჰყვეს საკადრო ცვლილება. ასე რომ, დღეს არ იქნება სტრუქტურულ ცვლილებაზე საუბარი, დღეს იქნება არსებული მთავრობის შემადგენლობაში ყველა კანდიდატის წარმოდგენაზე, ხოლო შემდეგი ეტაპის საქმე იქნება, თუ რომელი სამინისტრო რომელს შეუერთდება და აქედან გამომდინარე, რომელი მინისტრი მოჰყვება სეკვესტრში“, – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


