პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე განაგრძობს სამუშაო ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ფინანსთა მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ტაო ჟანგთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ენტონი დე ლანოისთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსთან, ვიტორ გასპართან.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობა საქართველოში, 2017 წლის ფისკალური მაჩვენებლები, ისაუბრეს მიმდინარე მაკროეკონომიკური მდგომარეობისა და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების შესახებ.
„მოხარული ვარ, რომ შევხვდი ჩემს ქართველ კოლეგებს საქართველოს ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით. ჩვენ ძალიან კმაყოფილებები ვართ იმ პროგრესით, რომელიც აქვს თქვენს ქვეყანას, რაც საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ჩვენ, ასევე, მივესალმეთ ფინანსთა მინისტრის განცხადებას - მომავალშიც გაგრძელდეს ის რეფორმები, რომელიც მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამაში და რომელთა ძირითადი მიზანი, ფინანსური სტაბილურობა, ფისკალური მდგრადობის შენარჩუნება და სტრუქტურული რეფორმების ხელშეწყობაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის სურვილია, გააგრძელოს საქართველოს ხელისუფლებისა და ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერა იმ მისწრაფებაში, რაც გულისხმობს, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ, ტაო ჟანგმა.
ვიზიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი შეხვედრები შედგა აშშ-ის ხაზინასა და სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში, სადაც საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.
ფინანსთა მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს 3 თებერვალს დაასრულებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


