პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე „ომეგა ჯგუფისა“ და „იბერია ტვ“-ის საქმეების დაკავშირებას „სრულ უპასუხისმგებლობას“ უწოდებს
„სამხრეთ ამერიკული სერიალი“ - ამჯერად ასე დაასათურა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პროცესი, რომელიც ბიზნესრეკეტის 50%-იანი მოგების მმართველ პარტიაში გადარიცხვას, თანხის გამოძალვასა და უკანონო კორუფციულ გარიგებებში მაღალჩინოსნების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის უშუალო მონაწილეობის ბრალდებებს მოიცავს.
მოქმედი პრემიერ-მინისტრი არ ერიდება ცინიზმს, კვლავ ამტკიცებს, რომ „ომეგა“ ურჩი გადამხდელია, ხოლო ხელისუფლება თავისუფალი მედიის დამცველია და ბიზნესის მეგობარი.
„ყოველდღე სამხრეთ ამერიკული სერიალისთვის, ამ შემთხვევაში ძალიან უნიჭო პროცესს ვუყურებთ. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ადამიანი, რომელსაც სურს, დაიცვას თავისი ბიზნესინტერესები, მოიქცეოდა ძალიან მარტივად, ის თავის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას შეკრებდა და თავისი ადვოკატის მეშვეობით გააცნობდა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, რომ დაეცვა თავისი ინტერესი. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, ეს არის ჩემი მოქალაქეობრივი შეფასება, როგორც ჩანს, ჩვენ გვაქვს საქმე პოლიტიკურ ინტრიგასთან და გვაქვს საქმე იმასთან, რომ კონკრეტული ადამიანები ცდილობენ, საგადასახადო დავალიანებას თავი აარიდონ და შემოიტანონ დისკუსიაში ასეთი არასერიოზული განცხადებები და საკითხები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებში ყველას ექნება საშუალება, დაამტკიცოს სიმართლე და რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული წვდომა ამ ინფორმაციაზე, როგორ მიმდინარეობს გამოძიება“,– განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ დაუსვეს კითხვა, რატომ არ ხდება „ოჯთ“-ის ვალის რესტრუქტურიზაცია. მამუკა ბახტაძე კვლავ ეყრდნობა ფინანსთა მინისტრის ინფორმაციას, რომ ეს პროცესი არ იყო მიზანშეწონილი. ამასთან აცხადებს, „ომეგა ჯგუფს“ ვალის გადახდა მოუწევს. ის ალოგიკურად მიიჩნევს „ომეგას“ საქმესთან ტელეკომპანია „იბერიას“ საკითხის დაკავშირებასაც.
„ცდილობენ, დაუკავშირონ თავისუფალი მედიის ფუნქციონირება საგადასახადო საკითხებს. აქ კიდევ ერთხელ მინდა გავაკეთო ჩემი კომენტარი, ესაა სრული უპასუხისმგებლობა. არსებობს კომერციული საქმიანობა, არსებობს ბიზნესი, ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს თამბაქოს წარმოებასთან, რომელმაც უნდა გადაიხადოს გადასახადი ისევე, როგორც ნებისმიერმა ეკონომიკურმა აგენტმა და ჩვენ გვაქვს თავისუფალი მედია. შესაბამისად, ამ საკითხების ერთმანეთთან დაკავშირება ესაა სრული უპასუხისმგებლობა“, - განაცხადა ბახტაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


