პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და ბანკის გენერალურ დირექტორს შეხვდა
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ვენჩაი ჟანგთან და ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ვერნერ ლიპახთან გამართული შეხვედრისას.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ADB-ის მტკიცე და მზარდ პარტნიორობას საქართველოსთან. განხილვის საგანი იყო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის, ასევე, მუნიციპალური და საქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით საქართველოსა და ADB-ის თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა აზიის განვითარების ბანკის მხრიდან გაწეულ მნიშვნელოვან დახმარებას საპენსიო რეფორმის, კერძო და საჯარო პარტნიორობის სისტემის ჩამოყალიბებისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით.
ფინანსთა მინისტრმა ADB-ის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა ქვეყანისთვის აღნიშნული პრიორიტეტული მიმართულებების მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა და ბანკის გენერალურმა დირექტორმა დაადასტურეს ADB-ის მისწრაფება მხარი დაუჭიროს საქართველოს ეკონომიკის შემდგომ განვითარებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მონაწილეობს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 51-ე წლიურ შეხვედრაში, რომელიც ფილიპინებში, ქ. მანილაში მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ბანკის მმართველთა საბჭოში საქართველოს სწორედ ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


