სამართალი
მამუკა ახვლედიანს საქალაქო სასამართლოში დღეს დაკითხავენ
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეო ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს დაკითხავენ.
გამოძიებისადმი უნდობლობის გამო, ნიკა გვარამიას მსგავსად, მამუკა ახვლედიანმაც მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა დაკითხვა.
„იმ ჩანაწერს ვინც მოუსმენს, ჩემთან კითხვები არ უნდა ჰქონდეს. ასევე ამ წესით იმიტომ მოვითხოვე დაკითხვა, რომ როცა სხვა საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება და სხვა რამეს დაადგენ, გამოძიების მიმართ რა ნდობა უნდა გაგიჩნდეს. ის, რასაც პოლიტიკოსები აკეთებენ, ამას პოლიტიკოსები არ ჰქვია, ეს ყველაფერი არის სირცხვილი," - აცხადებს ახვლედიანი და ამბობს, რომ პარალელურად ღირსების შელახვისთვის სტრასბურგში წარსადგენ სარჩელს ამზადებს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


