სამართალი
მამუკა ახვლედიანი წულუკიანის და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს იუსტიციის მინისტრსა და საპარლამენტო უმრავლესობის იმ წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც მას ბრალდებებს უყენებენ.
ახვლედიანის განცხადებით, საჯარო პროცესზე ის დაამტკიცებს, რომ ქონება, რომელზეც მის მიმართ ბრალდებები ისმის, საბანკო სესხით აქვს შეძენილი.
საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე საჯაროდ ბოდიშის მოხდას და თითოეული ადამიანისგან 100 ათას ლარიანი კომპენსაციის გადახდას მოითხოვს, რომელიც მისი თქმით, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ჩაერიცხებათ.
„ისინი იძახიან, რომ ძალიან წარმატებული იურისტები იყვნენ, თუმცა მართლა არავის უნახავს მათი იურისტობა. შევიტანო ეს სარჩელები და ეს თანხები მთლიანად გადაერიცხოს იურიდიულ ფაკულტეტს, რომ მსგავსი იურისტები ამ ქვეყანაში მეორედ აღარ გაიზარდონ,“ - აცხადებს მამუკა ახვლედიანი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


