პოლიტიკა
„მამები სიმართლისთვის“ - შვილმოკლული მამები „ქართული ოცნების“ ოფისისკენ მსვლელობას მართავენ
შვილმოკლული მამებისა და მათი მხარდამჭერების მსვლელობა სახელწოდებით „მამები სიმართლისთვის“ „ქართული ოცნების“ ოფისის მიმართულებით დაიწყო. აქციის მონაწილეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დასჯას ითხოვენ.
მათი განცხადებით, სწორედ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას, რომელის პანკისში გასულ წელს ჩატარდა და რომელსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი მომხდარში კონკრეტულ პირებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი შვილი სპეცრაზმის წარმომადგენლებმა მძინარე მოკლეს.
„ჩვენ მოვითხოვთ, რომ არა მხოლოდ სოსო გოგაშვილი, არამედ მთლიანად სუს-ის მაღალჩინოსნები იქნან პასუხისგებაში მიცემული და იქნას ყველა დასჯილი იმ სპეცრაზმელებთან ერთად, ვინც ეს სიხლიანი ტერორისტული აქტი ჩაიდინა ხეობაში, ჩემს ოჯახში“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები უკვე დაიძრნენ როსტომ მეფის სასახლის მიმართულებით, სადაც ამ წუთებში კიდევ ერთი საპროტესტო აქცია იმართება. იქ საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებული კრედიტორები არიან შეკრებილები.
მმართველი პარტიის ოფისთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


