პოლიტიკა
მამაკაცის ტანსაცმელში ჩაცმული მასხარა ხარ! - რიმა ბერაძე ლევან ხაბეიშვილს
„მასხარა ხარ, როგორც მთელი საქართველო გეძახის“, – ასე მიმართა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს.
„მატყუარა, მასხარა ხარ, როგორც მთელი საქართველო გეძახის. მამაკაცის ტანსაცმელში ჩაცმული მასხარა ხარ“, – განაცხადა ბერაძემ.
როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ბერაძის გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტის გახსენებამ, რომ მას „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა უჩივლა.
„მქონდა კონსტრუქციული კითხვები, რომლებზე პასუხის ნაცვლად მივიღეთ, მათ შორის, ქალბატონი რიმას ისტერიკა. რატომ ჩავარდნენ ისტერიკაში? რიმა ბერაძის აგრესია გამოიწვია იმან, რომ გაახსენდა, პასუხები არ აქვთ და რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა რამდენიმე დღის წინ უჩივლა. „რუსთავი 2“-ზე გავიდა სიუჟეტი, სადაც ბერაძეს მისი კოორდინატორი პირდაპირ ადანაშაულებს კონკრეტული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევაზე. თურმე ჩემი ბრალი ყოფილა, რომ თავისმა კოორდინატორმა დაადანაშაულა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
თბილისის საკრებულოს კომისიებმა დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დღეს დაიწყეს. დეპუტატებმა პროექტი უკვე განიხილეს და დადებითი შეფასება მისცეს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე სახელდებისა და სიმბოლიკის გაერთიანებული კომისიების სხდომაზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


