სამართალი
მამაჩემის სისხლში ცურაობა არ დამვიწყებია - რუსუდან შარაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს
რუსუდან შარაძე მამის, გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიებისათვის ხელის შეშლაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და სუს-ის უფროსის მოადგილეს სოსო გოგაშვილს ადანაშაულებს.
რუსუდან შარაძე მამის მკვლელობის საქმის გარემოებებთან დაკავშირებით შეხვედრას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან ითხოვს.
ამასთან, შარაძის ინფორმაციით, მოცემულ საქმეში არსებობს მოწმე, რომელსაც აქვს მტკიცებულებები.
მისივე თქმით, სწორედ ეს მტკიცებულებები ადასტურებს, რომ მკვლელობა მიხეილ სააკაშვილისა და დათა ახალაიას შეკვეთით მოხდა.
„მამაჩემის სისხლში ცურაობა არ დამვიწყებია და სანამ პირში სული მიდგას, არავის დავავიწყებ. ყველამ დაივიწყა სამართლიანობა და გადავიდნენ საკუთარი თავის კეთილდღეობაზე. აქ მოვედი, რომ ჩემი ხმა გავაგებინო, არათუ მთელ ქვეყანას, პირველ რიგში ამ შენობაში დაბინავებულ ადამიანებს. სუს-ი და სოსო გოგაშვილი ბლოკავს ჩემს პრესკონფერენციებს. არ მაქვს საშუალება, პრესკლუბიდან მოგაწვდინოთ ხმა.
გასული აპრილში პრესკლუბში მარტო ვიჯექი, ამან სააკაშვილის მკვლელების ბანდები გამახსენა, როგორ უშლიდნენ მამაჩემს ხელს. გოგაშვილმა ეს 2018 წელს გააკეთა. მოვედი აქ რადგან ხმა მივაწვდინო ხელისუფლებას და ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სუს-ი და აგრეთვე ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვა ყველაფერს აკეთებენ, რომ მე ხელი გავიშვირო ივანიშვილისკენ, თითქოს ის არის წინააღმდეგი მამაჩემის მკვლელობის გამოძიების, მე ამის არ მჯერა. უმორჩილესად ვთხოვ ბატონ ბიძინას, გამოყოს რამდენიმე წუთი, შემხვდეს პირადად. წარმოვიდგენ მტკიცებულებებს, ვინ მიშლის ხელს და ვინ იშვერს მისკენ ხელს. დავუსახელებ კონკრეტულ ადამიანებს. გამოჩნდა მამაჩემის მკვლელობის „ოქროს მოწმე“, რომელიც მზად იყო, მტკიცებულება მოეტანა, რითიც დამტკიცდებოდა, რომ გურამ შარაძე ბარათელს არ მოუკლავს, რომ მისი მკვლელი არის დათა ახალაიას ბანდა. მოწმეს ეს მტკიცებულება გააჩნდა.
სოსო გოგაშვილმა დააშანტაჟა ეს მოწმე. ზურაბ ჟვანიას და გურამ შარაძის მკვლელობები, არც მეტი, არც ნაკლები, მიხეილ სააკაშვილამდე მიდის“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ოფისთან რუსუდან შარაძემ.
შეგახსენებთ, რომ გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 2017 წელს დატოვა.
აკადემიკოსი გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


