სამართალი
მამა გიორგის მიაჩნია, რომ სახელისუფლებო ორგანოები თავიდან შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი - ადვოკატი
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მიაჩნია, რომ ხელისუფლების პირები თავიდანვე შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი პროკურატურის და იმ უწყებების მხრიდან, ვინც ინფორმაცია თავიდან გაავრცელა.
როგორც გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის კონკრეტულ საკითხებზე დღეს ვერ ილაპარაკებს, თუმცა სასამართლოს მიმდინარეობისას უფრო ნათელი გახდება საქმის დეტალები.
"მამა გიორგის მიაჩნია, რომ სახელისუფლებო ორგანოები თავიდან შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი. მას იმედი აქვს, რომ ყინული, რაც დაიძრა ნაწილობრივ, იქნება სწორად აღქმული და ხელისუფლების ორგანოები ბოლომდე გაერკვევიან მის უდანაშაულობაში და პირველ დღეებში დარღვეული უდანაშაულობის პრეზუმპცია იქნება აღმოფხვრილი. ის მიესალმება დღევანდელ პოზიტიურ განცხადებებს მის მიმართ და მიაჩნია, რომ თავიდანვე, რომ ასე ყოფილიყო და შეცდომაში არ ყოფილიყვნენ შეყვანილნი, უკეთესი იქნებოდა.
პირველ ბრიფინგზე, რაც მთავარმა პროკურორმა განაცხადა, ვხედავთ, რომ ბევრ ტერმინთან და არგუმენტთან დაკავშირებით მათი პოზიციებიც იცვლება. რაც დრო გავა, ყინული უფრო მეტად დაიძრება მარტივი მიზეზის გამო, რომ ის არგუმენტები, რაც გაჟღერდა, არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ეს თანდათან იკვეთება კიდეც", - განაცხადა ადვოკატმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


