სამართალი
მამა გიორგი მამალაძე პენიტენციურ დაწესებულებაში ზიარების მიღებას ითხოვს, რაც მას ამ ეტაპზე აკრძალული აქვს - დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი
დეკანოზი გიორგი მამალაძე პენიტენციურ დაწესებულებაში ზიარების მიღებას ითხოვს, რაც მას ამ ეტაპზე აკრძალული აქვს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხეში ბრალდებულის მონახულების შემდეგ.
დეკანოზმა მამა გიორგი მამალაძე მეუფე თეოდორეს კურთხევით მოინახულა. როგორც მამა გიორგი თევდორაშვილმა აღნიშნა, დღეს დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით უკეთესია.
„პირველ რიგში, ითხოვს წმინდა ზიარების მიღებას, რაც მას აკრძალული აქვს და იმედი მაქვს, მოგვცემენ უფლებას მამა გიორგის ზიარების. ის აცხადებს, რომ თავს ცნობს უდანაშაულოდ და ჩვენგან ითხოვს თანადგომას, ლოცვებში მოხსენიებას. იმედი მაქვს, ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი მას ლოცვებში მოიხსენიებს. ჩვენი განსასჯელი არაა ის დამნაშავეა თუ არა. მამა გიორგი ამ შემთხვევაში განსაცდელშია და იმედი მაქვს, ამ განსაცდელიდან დროულად გამოვა“, - განაცხადა დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


