სამართალი
მამა გიორგი მამალაძე აპირებს ამ რისკზე წასვლას - გიორგი ფანცულაია
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზის ოჯახის წევრებისთვის დაცვის მოხსნა სარისკო ნაბიჯია.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მოხსნა დეკანოზის ოჯახის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
“მამა გიორგი მამალაძე აპირებს ამ რისკზე წასვლას. მართალია რისკია და შეიძლება მსხვერპლიც კი იყოს ეს ნაბიჯი მისთვის იმ გაგებით, რომ მისი ოჯახის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ნამდვილად არის დღესაც საჭირო მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვა, ვინაიდან ის არის უკანონო პატიმარი წინასწარ პატიმრობაში და საზოგადოებასთან ვერ ახდენს კომუნიკაციას. ადვოკატებს გაუთქმელობის ვალდებულებას არ გვიხსნიან და მაღალი იერარქიის სასულიერო პირები არ შემოდიან და მის პოზიციას არ ისმენენ. რჩება ერთადერთი გზა, რომ სასამართლოდან გაიგოს ხალხმა სიმართლე. აქედან გამომდინარე, სასამართლოში რომ იყოს საჯაროობა და ეს არგუმენტი არ იყოს დახურვის საფუძვლად, ის აპირებს, რომ გადადგას ეს ნაბიჯი”, - განაცხადა ფანცულაიამ.
მისივე თქმით, გარანტია ესეც ვერ იქნება სასამართლოს საჯაროობის, თუმცა ადვოკატები ყველაფერს გააკეთებენ, რომ არგუმენტი არ დარჩეს სასამართლოს დახურვისთვის.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


