სამართალი
მამა გიორგი არის უსამართლო პატიმარი, სრულიად უცოდველი კი არავინ ვართ - მეუფე პეტრე
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა დაიკითხა.
როგორც მეუფე პეტრემ სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ განაცხადა, ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული მამა გიორგი არის უსამართლო პატიმარი, სრულიად უცოდველი და უდანაშაულო კი, არავინ ვართ.
„ერთი საინტერესო ადამიანი, რომელსაც საპატიმროში ვნახულობდი და მოვიკითხავდი, ბიზნესმენი, რომელიც რაღაც ცრუ ბრალდებით იყო, ამბობდა, რომ რა თქმა უნდა, მეუფე, არ ვარ მე უდანაშაულო, უცოდველი, როგორც თითოეული ჩვენთაგანი, მაგრამ ვარ უსამართლო პატიმარი. აი, მამა გიორგიც მიმაჩნია, არის უსამართლო პატიმარი და სრულიად უცოდველი და უდანაშაულო არავინ არ ვართ, მათ შორის, არ არის მამა გიორგი. მე ვერ წარმომიდგენია სასულიერო პირი, რომლის გონებაში დაიბადა აზრი ვიღაცის ლიკვიდაციის. ეს არის ყოვლად შეუძლებელი, გამორიცხული, აბსურდი.
ბოლო სიტყვას ამბობს უფალი და ეს სიტყვა იქნება წარმოთქმული სამსჯავროს დროს“, - განუცხადა ჟურნალისტებს მეუფე პეტრემ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


